ახალქალაქის მუნიციპალიტეტში დღეს, 12 ოქტომბერს კორონავირუსის 5 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა.  გუშინ გამოვლინდა 25 შემთხვევა.

დღეს, 12 ოქტომბერს, საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ცენტრმა 165 ანტიგენის კვლევა და 37 PCR-ტესტი ჩაატარა, რომელთაგან 5 დადებითი აღმოჩნდა.

ოქტომბერში ახალქალაქის მუნიციპალიტეტში კორონავირუსით ინფიცირების გამოვლენილი შემთხვევების რიცხვი გაიზარდა.  ბოლო დღეებში ახალქალაქის ჯანმრთელობის ცენტრი ყოველდღიურად ასზე მეტ ტესტს ატარებენ, როგორც გეგმიურებს, ასევე დაავადების სიმპტომების მქონე ადამიანებისთვის.

კორონავირუსის გამო მუნიციპალიტეტის 5 საჯარო სკოლა დისტანციურად მუშაობს.  დაიხურა 2 საბავშვო ბაღი და N2 საბავშვო ბაღის მეორე ჯგუფი ახალქალაქში.