სომხეთში, გასული დღე-ღამის განმავლობაში, კორონავირუსის 1 574 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. მონაცემებს ადგილობრივი მედია აქვეყნებს.

ოფიციალური სტატისტიკის თანახმად, ქვეყანაში, ბოლო 24 საათში, ვირუსით კიდევ 10 ადამიანი გარდაიცვალა.

სომხეთში პანდემიის გავრცელებიდან დღემდე, ჯამში, 406 379 პირი დაინფიცირდა, აქედან 8 167 გარდაიცვალა, 373 306 კი – გამოჯანმრთელდა.