საქართველოში კორონავირუსის 954 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის სპეციალურ ვებგვერდ stopcov.ge-ზე ცოტა ხნის წინ განახლდა.
ქვეყანაში ბოლო 24 საათში 896 ადამიანი გამოჯანმრთელდა. ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსით გარდაიცვალა 30 პაციენტი.
ბოლო 24 საათში ქვეყანაში ჩატარდა 30 603 ტესტი, მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით – 18 444, „პისიარ“ ტესტით – 12 159.
ქვეყანაში კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის მაჩვენებლებია: დღიური – 3,12 პროცენტი, ბოლო 14 დღის – 3,23 პროცენტი, ბოლო შვიდი დღის – 2,8 პროცენტი.
საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების სულ 346150 შემთხვევაა გამოვლენილი, მათგან 329 516 გამოჯანმრთელდა, 4834 კი გარდაიცვალა.
სულ აცრილია – 149 191 ადამიანი, დღიურად აცრილია 5 251.
კარანტინის რეჟიმშია 27, სტაციონარში მეთვალყურეობას 3 541 ადამიანი გადის, კლინიკურ სასტუმროში იმყოფება 639 პირი.
ამასთან, პირველი ივნისის მდგომარეობით, საქართველოში კორონავირუსის 1 233 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 1 002 პაციენტი.