საქართველოში კორონავირუსის 2 981 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის სპეციალურ ვებგვერდ stopcov.ge-ზე ცოტა ხნის წინ განახლდა.

ქვეყანაში ბოლო 24 საათში 2001 ადამიანი გამოჯანმრთელდა. ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსით გარდაიცვალა 31 პაციენტი.

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების სულ 201 368 შემთხვევაა გამოვლენილი, მათგან 169 282 გამოჯანმრთელდა, 1 953 კი გარდაიცვალა.

კარანტინის რეჟიმში ამ დროისთვის 471 მოქალაქე იმყოფება, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 6 758, ხოლო კოვიდსასტუმროში – 2 247.

ამასთან, 16 დეკემბრის მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსის 3 487 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 2 495 პაციენტი.