მსოფლიოში კორონავირუსით დაინფიცირებული ადამიანების საერთო რაოდენობამ 79 მილიონს გადააჭარბა – შესაბამის მონაცემებს აქვეყნებს worldometers-ი.
პლატფორმის თანახმად, პანდემიის დაწყებიდან Covid-19– ით გარდაიცვალა 1 737 629 პაციენტი, ხოლო 55 მილიონზე მეტი ადამიანი გამოჯანმრთელდა.
ამ დროისთვის მსოფლიოში 21,668,104 აქტიური შემთხვევა დაფიქსირდა.
კორონავირუსით ინფიცირებული ადამიანების რაოდენობის მიხედვით, აშშ ლიდერობს, შემდეგ მოდის ინდოეთი, ბრაზილია, რუსეთი და საფრანგეთი.
მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციამ კორონავირუსის პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა.