ახალქალაქში უკვე მეორე დღეა ვაქცინაციის პროცესი მიმდინარეობს. 11 მოქალაქე უკვე აიცრა.
ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ კოთელიიდან და-ძმა ფანჯაკიცეებმა გადაწყვეტილება მიიღეს და დღეს ვაქცინაცია გაიკეთეს.
”რამდენადაც ჩვენთვის ცნობილია, ამჟამად ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია დიდ უპირატესობას ანიჭებს ჩინურ ვაქცინა Sinopharm-ს. რამდენადაც ვიცი, ეს უფრო უსაფრთხოა, ამიტომ Sinopharm-ი ავირჩიე, სასიკვდილო ინციდენტის შემდეგ AstraZeneca–ს ბოიკოტი გამოვუცხადე. შემდეგ დავინახე, რომ ახალქალაქი პასიურობდა, ვაქცინაცია გადავწყვიტე. სტატისტიკას თუ გადავხედავთ, დავინახავთ, რომ ვირუსი თანდათან იზრდება, თითოეულმა მოქალაქემ უნდა იცოდეს, რომ პირველ რიგში მან უნდა დაიცვას საკუთარი სიცოცხლე და ჯანმრთელობა, ოჯახის წევრების ჯანმრთელობა, ხოლო შემდეგ გარშემომყოფების. ამიტომ ყველა უნდა იყოს აცრილი”, – განუცხადა JNEWS-ს ფიქრია ფანჯაკიძემ.
ფიქრია შიშს საერთოდ ვერ გრძნობდა, არც უფიქრია ამაზე. უახლოეს მომავალში მისი ოჯახის სხვა წევრებიც აპირებენ ვაქცინაციას.
ჯანდაცვის ვებგვერდზე https://booking.moh.gov.ge/Hmis/Hmis.Queue.Web/#/”> ახალქალაქის ჰოსპიტალში, 10–დან 24 მაისამდე Sinopharm-ის ვაქცინით აცრაზე 44 ადამიანია უკვე რეგისტრირებული, ხოლო AstraZeneca-ს ვაქცინაზე მაისში, მხოლოდ 1 ადამიანია დარეგისტრირებული.
მიუხედავად იმისა, რომ მოქალაქეებმა უკვე დაიწყეს ვაქცინაცია, ახალქალაქის საავადმყოფოს სამედიცინო პერსონალში ჯერ კიდევ არ არიან ვაქცინირებული ექიმები.
”უნდა ითქვას, პირველ რიგში, სამედიცინო პერსონალი იმყოფება რისკის ქვეშ, და ისინი პირველები უნდა იყვნენ ვაქცინირებულებს შორის, დაწყებული დამლაგებელით, დამთავრებული დირექტორით. უნდა აღვნიშნო, რომ ჩვენ გვყავდა საკმაოდ ბევრი ადამიანი, ვისაც სურდა ვაქცინა AstraZeneca–ს ვაქცინით აცრა, მაგრამ, სამწუხაროდ, ახალციხეში მომხდარმა შემთხვევამ ძალიან სერიოზული რეზონანსი გამოიწვია, მან უარყოფითი ეფექტი მოახდინა და ამჟამად ჩვენ არცერთი აცრილი თანამშრომელი არ გვყავს. აიცრა მხოლოდ გია ეფრიკიანი, რომელიც ბათუმის Covid-კლინიკაში მუშაობს, სადაც ვაქცინაცია სავალდებულოა“, – ამბობს ახალქალაქის საავადმყოფოს მენეჯერი, ალექსანდრე თოროიანი.
ის ასევე აღნიშნავს, რომ საავადმყოფოში უკვე არის ჩინური ვაქცინა Sinopharm-ი, რომელიც ყველასთვის ხელმისაწვდომია.
”დღეს ჩვენ 378 დოზა ჩინური წარმოების Sinopharm-ის ვაქცინა მივიღეთ. ვაქცინაციის პროცესი დავიწყეთ, 11 ადამიანი უკვე აცრილია, ახლა პროცესი გრძელდება. ჩვენ მათ ვუზრუნველყოფთ covid-პასპორტებით. ვაქცინაციის შემდეგ, ხალხს საკმაოდ სერიოზული შესაძლებლობები ექნება: მათ შეიძლება არ ატარონ პირბადეები, სახელმწიფოს ფარგლებს გარეთ გავიდნენ და ა.შ. დღესდღეობით Sinopharm-ი — ყველაზე უსაფრთხო ვაქცინაა. ერთადერთი გამოსავალი არის ვაქცინაცია. ვაქცინაცია საკმაოდ წარმატებულად და გართულების გარეშე დავიწყეთ”, – ამბობს ალექსანდრე თოროიანი.
მისი მონაცემებით, სამედიცინო მუშაკების 40%-მა აცრის გაკეთების სურვილი უკვე გამოთქვა და რეგისტრაცია დაიწყო.
”სანამ ადამიანები ვაქცინაციას გადაწყვეტენ, მინდა ვთხოვო ჩვენს საზოგადოებას, როგორც ექიმმა და საზოგადოების წევრმა, თავი შეიკავონ შეკრებებისგან. მცირე ქორწილებისგან და დაკრძალვებისგან, რომლებიც ჩვენთან არის მიღებული, სადაც კვლავ 100-ზე მეტი ადამიანი იკრიბება პირბადის და ყოველგვარი დაცვის გარეშე. დღეს ჩვენ ვხედავთ, როგორი სურათია მთელ მსოფლიოში და, ასევე, საქართველოშიც. მხოლოდ გუშინდელი დღის განმავლობაში 2100-ზე მეტი შემთხვევა დარეგისტრირდა, ეს არის ზრდის ტენდენცია და ეს ზრდა მძიმე შემთხვევებით არის განპირობებული.
თუ პირველ ეტაპზე დიდი რაოდენობით გვქონდა საშუალო და მსუბუქი სიმძიმის შემთხვევები, ახლა 40-60% არის მძიმე შემთხვევები, რომლებიც საჭიროებენ სტაციონარულ მკურნალობას, ხელოვნურ სუნთქვის მოწყობილობებთან დაკავშირებას. ჩვენ უკვე ვიღებთ მითითებებს, რომ ჩვენი საავადმყოფოც მზად უნდა იყოს, რომ საჭიროების შემთხვევაში გარკვეული საწოლ ფონდი უზრუნველყოს”, – ამატებს ახალქალაქის საავადმყოფოს მენეჯერი.
თოროიანი აღნიშნავს, რომ ადამიანთა 18-20%-ს აქვს ფსიქიკური აშლილობები, რაც შეზღუდვებს უკავშირდება. ამ პრობლემების გადაჭრა მდგომარეობს ერთში – ვაქცინაცია. ვაქცინაციის შემდეგ ადამიანებს შეეძლებათ ცხოვრების ნორმალურ წესს დაუბრუნდნენ.
რაც შეეხება ორგანიზმში ანტისხეულების რაოდენობას, ექიმის თქმით, საქართველოში ჩატარებული კვლევების თანახმად, თქვენ უნდა გქონდეთ მინიმუმ 100 ანტისხეული, რომ არ დაავადდეთ. აცრის გაკეთება შეგიძლიათ დაავადებიდან 4 თვის შემდეგ, ანუ 120 დღის შემდეგ.
ახლო მომავალში ახალქალაქის საავადმყოფოს უფროსი, ალექსან თოროიანიც აიცრება.