დღეს, 28 სექტემბერს, საქართველოში სომხეთის ელჩმა, რუბენ სადოიანმა ქართულ წამყვან მედია საშუალებებს (“რუსთავი-2”, “იმედი”, საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებელი და სხვ.) ინტერვიუ მისცა. ელჩმა განიხილა საქართველოს პარლამენტის აზერბაიჯანი ეროვნების დეპუტატების მილიტარისტული განცხადებები.
არცახ-აზერბაიჯანის შეხების ხაზთან განვითარებულ მოვლენებზე საუბრისას, ელჩმა განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა აზერბაიჯანის მიერ არცახის წინააღმდეგ განხორციელებულ სამხედრო აგრესიაზე, თურქეთის დესტრუქციულ ქმედებებზე, აზერბაიჯანის მიერ დაქირავებულთა გამოყენებაზე, ასევე აზერბაიჯანის მიერ მშვიდობიანი მოსახლეობის მიმართულებით განხორციელებულ სროლებზე.
ელჩმა, ასევე, განიხილა საქართველოს პარლამენტში აზერბაიჯანელი დეპუტატების მიერ გაკეთებული განცხადებები და აღნიშნა, რომ მრავალეროვანი საქართველო – ის ქვეყანა არ არის, სადაც პარლამენტის წევრებს მსგავსი განცხადებების გაკეთება შეუძლიათ, – იტყობინება სომხეთის საელჩო საქართველოში.
შეგახსენებთ, რომ 28 სექტემბერს, საქართველოს პარლამენტის ორმა მოქმედმა წევრმა, “ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან” აზერ სულეიმანოვმა და “ქართული ოცნებიდან” რუსლან გაჯიევმა, ფეისბუქის საკუთარ გვერდზე არცახ-აზერბაიჯანის შეხების ხაზზე შექმნილ ვითარებასთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთეს, სადაც სომხეთი სამხრეთ კავკასიაში არასტაბილურობის შექმნასა და აზერბაიჯანის ტერიტორიის 20%-ის ოკუპაციაში დაადანაშაულეს.