დღე-ღამის განმავლობაში სომხეთში, კორონავირუსით ინფიცირების 239 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, – იტყობინება რესპუბლიკის ჯანდაცვის სამინისტროს დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ეროვნული ცენტრი.
საერთო ჯამში, 18 სექტემბრის დილით, ქვეყანაში კორონავირუსით ინფიცირების 46,910 შემთხვევაა რეგისტრირებული. ამჟამად 3330 ადამიანი გადის მკურნალობას (მათი რიცხვი 98-ით იზრდება დღეში). გამოჯანმრთელდა 42369 ადამიანი (ბოლო დღეს – 138), გარდაიცვალა 926 პაციენტი (1 ბოლო დღეს).
ხელისუფლების ცნობით, კორონავირუსით დაავადებული კიდევ 2 მოქალაქე გარდაიცვალა სხვა დაავადებით. ასეთი შემთხვევების საერთო რაოდენობაა 285. ამრიგად, გარდაცვლილთა საერთო რაოდენობამ 1211-ს მიაღწია.