უფლებადამცველმა არმან თათოიანმა სიუნიქის რეგიონში შექმნილი ვითარება გაეროს ბავშვთა ფონდის სომხური ოფისის ხელმძღვანელთან ქრისტინ ვეიგანდთან ერთად განიხილა.

სომხეთის ომბუდსმენის პრესსამსახურის ცნობით, თათოიანმა ბავშვების უფლებების დაცვისა და განათლების უფლების რეალიზაციის საკითხთან დაკავშირებით სიტუაცია განმარტა, რომელიც სიუნიქის რეგიონის საზღვრისპირა სოფლებში განვითარდა.

„სიუნიკის რეგიონის ზოგიერთ რაიონში აზერბაიჯანის შეიარაღებული ძალები სკოლებთან ახლოსაა განლაგებული. მიუღებელი სიტუაციაა და ბავშვთა უფლებების დაცვის საერთაშორისო მოთხოვნებს ეწინააღმდეგება “, – ნათქვამია განცხადებაში.

მხარეებმა მზრუნველ დაწესებულებებში ბავშვთა უფლებების შესახებ იმსჯელეს. თანამოსაუბრეები შეთანხმდნენ, რომ ბავშვთა უფლებების დაცვისა და ერთობლივი პროგრამების განხორციელების მიმართულებით თანამშრომლობას გააგრძელებენ.