დღეს ახალქალაქში ჩირაღდნების მავლელობა ჩირაღდნებისა და ხალხმრავლობის გარეშე ჩატარდა. მიზეზი კორონავირუსის პანდემიით გამოწვეული შეზღუდვებია.
23 აპრილს, საღამოს, ახალქალაქში სომხეთის გენოციდის მსხვერპლთა ხსოვნისადმი მიძღვნილი ჩირაღდნების მსვლელობა მოეწყო. მოსახლეობა ანთებს ჩირაღდნებს და პლაკატებით და ლოზუნგებით ახალქალაქის ციხიდან სომხურ ეკლესიისკენ მიდის. ისინი, ასევე, სანთლებს ანთებენ სურბ ხაჩ ეკლესიაში. თუმცა, შარშან, ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობის გამო, არანაირი ღონისძიება არ ჩატარებულა, ჩირაღდნებით მსვლელობის ნაცვლად მსოფლიოს ბევრმა სომეხმა ანთებული სანთლები ფანჯრის რაფაზე დადგეს.
წლეულს, სომხეთის ახალგაზრდული ცენტრის სტუდენტებმა მოაწყვეს მსვლელობა, რომელიც ჩვეულებრივზე ადრე ჩატარდა. კომენდანტის საათისა და კორონავირუსის გავრცელების გამო, სომხეთისა და საქართველოს დროშებით და პლაკატებით 4 საათზე ციხიდან ეკლესიის ეზოში გადავიდნენ.
ძირითადად, ბევრს ეკეთა ნიღაბი. ახალგაზრდები სიტყვა – “აღიარებას” სკანდირებდნენ და ადგილობრივი ხელისუფლებისგან ოსმალეთში სომხების გენოციდის აღიარებას ითხოვდნენ.
სურბ ხაჩის ეკლესიის ეზოში სიტყვით გამოვიდა ტერ ნარეკ ტიგრანიანი.
”ისინი ამბობენ, – დრო კურნავსო, მაგრამ ამ შემთხვევაში არა. რადგან ჩვენი სისხლით ყველაფერი გადმოგვეცა ჩვენ. როგორც სომხებმა, ერმა, უნდა მოვითხოვოთ და ვთხოვოთ ღმერთს, რომ ასეთი მწუხარება აღარ გამოუგზავნოს ჩვენს ერს. მათ არა მხოლოდ ჩვენი განადგურება სცადეს, არამედ ჩვენი სამშობლოს განადგურებაც. მაგრამ, როგორც ფენიქსი, ჩვენ ყოველთვის ვცოცხლდებით და სიმაღლეებზე უნდა ვიფრინოთ. ჩვენ უნდა მოვითხოვოთ კომპენსაცია ჩვენი თანამემამულეების სისხლის ყოველი წვეთისთვის ”, – თქვა ტერ ნარეკმა.
ამის შემდეგ, ზორი ზორიანის ახალგაზრდული ასოციაციის სტუდენტებმა გამართეს ღონისძიება, სადაც ბავშვებმა გენოციდის შესახებ ისაუბრეს.