სომხეთში კორონავირუსის 309 ახალი შემთხვევა გამოვლინდა.
ვირუსს ბოლო 24 საათში ცხრა ადამიანი ემსხვერპლა. სულ კი, ეპიდემიის შედეგად გარდაცვლილია 3 016 პაციენტი.
20 იანვრის მდგომარეობით, ქვეყანაში საერთო ჯამში აღრიცხულია 165 221 შემთხვევა. რაც შეეხება იმ პაციენტთა რიცხვს, რომლებსაც ვირუსი დადასტურებული ჰქონდათ, თუმცა გარდაცვალების მიზეზი სხვა თანმხლები დაავადება გახდა 741-ს აღწევს.