საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევათა რაოდენობა 196 -ით გაიზარდა და 3502 გახდა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის მიერ სპეციალურად შექმნილ ვებგვერდზე, stopcov.ge-ზეა განთავსებული.
რაც შეეხება გამოჯანმრთელებულთა რიცხვს, ქვეყანაში კორონავირუსისგან კიდევ 13 ადამიანი გამოჯანმრთელდა. შესაბამისად, მათ რაოდენობა 1494-ს შეადგენს.
კარანტინის რეჟიმშია 5014 ადამიანი, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 836 პირი რჩება. ქვეყანაში კორონავირუსით 19 ადამიანი გარდაიცვალა.
ამასთან, უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 41 მოქალაქე.