დღეს, არცახის არგამოცხადებული რესპუბლიკის პრეზიდენტმა, არაიკ არუთუნიანამ განაცხადა, რომ მათი “შეიარაღებული ძალები პოზიციებზე მყარად დგანან და საპასუხო რეაქცია იქნება თანაზომიერი”.
“ამ ბოლოს ჩვენს პირველ მოხალისეებს შევხვდი. მინდა გაცნობოთ, რომ ჩვენი შეიარაღებული ძალები პოზიციებზე მყარად დგანან, ხოლო პასუხი თანაზომიერი იქნება. სიტუაციაზე მთლიანი პასუხისმგებლობა ეკისრება აზერბაიჯანის სამხედრო-პოლიტიკურ ხელმძღვანელობას და ისინი თითოეული დანაკარგისათვის აგებენ პასუხს”,- თქვა არუთუნიანმა.
მან ასევე შექმნილი სიტუაციის მნიშვნელობაზე ისაუბრა.
“ეს ცხოვრების კი არა, სიკვდილის ომია, ჩვენ ყველა სიცოცხლის კი არა, სიკვდილის ბრძოლას ვიწყებთ. მთელმა ერმა უნდა ვიბრძოლოთ და მთელმა ერმა გავიმარჯვოთ”,- თქვა არცახის პრეზიდენტმა.
პრეზიდენტმა მოქალაქეებს მოუწოდა სიმშვიდე და სიფრთხილე გამოიჩინონ.
ადამიანის უფლებათა დამცველი, არტაკ ბეგლარიანი გვაცნობებს, რომ აზერბაიჯანული სროლების შედეგად ზიანია მიყენებული და მშვიდობიან მოსახლეობას შორის არის მსხვერპლი.
“მარტუნის რაიონში დაიღუპა ორი ადამიანი, ერთი ქალი და ერთი ბავშვი, ორი დაჭრილია. სხვა დასახლებული პუნქტების მონაცემები მოწმდება. სროლები განხორციელდა სკოლების მიმართულებით, მათ შორის სტეფანაკერტში. ბევრ დასახლებულ პუნქტში სამოქალაქო ინფრასტრუქტურას მასშტაბური ზიანი მიაყენეს”,- განაცხადა არტაკ ბეგლარიანმა.
შეგახსენებთ, რომ 27 სექტემბერს, 07:15 საათზე, აზერბაიჯანის ჯარი მთიან ყარაბაღში შეტევაზე გადავიდა. სომხეთის თავდაცვის უწყების მონაცემებით, მოწინააღმდეგემ საჰაერო და რაკეტული სროლები დაიწყო. აზერბაიჯანის შეიარაღებული ძალები მშვიდობიანი დასახლებული პუნქტების მიმართულებით ისვრიან, კერძოდ, დაიბომბა ქალაქი, სტეფანაკერტი.