სომხეთში ბოლო 24 საათში კორონავირუსის 135 შემთხვევა გამოვლინდა. ამასთან, ბოლო დღე-ღამეში ქვეყანაში „კოვიდ-19“-ით გარდაიცვალა 3 პაციენტი, კიდევ ერთი პაციენტის გარდაცვალების მიზეზად კი, სხვა დაავადებები დასახელდა.
აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას სომხური მედია ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს.
გასული დღე-ღამის განმავლობაში სომხეთში კორონავირუსზე 6 236 ტესტი ჩატარდა. 21 დეკემბრის მდგომარეობით, პანდემიის დაწყებიდან დღემდე, ქვეყანაში კორონავირუსის 344 261 შემთხვევაა გამოვლენილი, მათ შორის 329 983 პაციენტი გამოჯანმრთელდა.
პანდემიის დაწყებიდან, ოფიციალური მონაცემებით, სომხეთში კორონავირუსით სულ 7 942 ადამიანი გარდაიცვალა. 1 496 ინფიცირებულის გარდაცვალების მიზეზად სხვა დაავადებები დასახელდა.