დღეიდან სომხეთში საკარანტინე რეჟიმი დადგინდა, რომელიც 11 იანვრამდე გაგრძელდება. ამასთანავე, საგანგებო მდგომარეობის რეჟიმი სომხეთში 11 სექტემბრიდან გაუქმდება. აღნიშნული გადაწყვეტილება სომხეთის ხელისუფლების რიგგარეშე სხდომაზე იქნა მიღებული.
ასევე შემუშავებულია ამ პერიოდში ქვეყანაში შესვლის წესი:
1. სომხეთში გადასვლა სხვა ქვეყნის მოქალაქეებისათვის სახმელეთო საზღვრიდან აკრძალულია, გარდა:
1) სომხეთის რესპუბლიკის მოქალაქეების ოჯახის წევრებისა და იმ პირებისა, რომლებსაც სომხეთში ცხოვრების უფლება აქვთ;
2) დიპლომატიური წარმომადგენლებისა და ორგანიზაციების თანამშრომლების, ასევე მათი ოჯახებისა;
3) ახლო ნათესავების (მშობლები, მეუღლე, შვილები, დედმამიშვილები) გარდაცვლილთა დაკრძალვის ღონისძიებაში მონაწილეობის მიმღებთათვის;
4) სატვირთო ავტომანქანების მძღოლებისა, რომლებიც სახელმწიფოთაშორის გადაზიდვას ახორციელებენ, ასევე მატარებლების მძღოლების (მათ შორის მათ, ვისაც ტვირთის გადაზიდვის შემდეგ ქვეყნის ტერიტორიის დატოვება უწევს);
5) შემთხვევებისა, როდესაც სასაზღვრო ჯარის მეთაური, საზღვრის გადაკვეთის აუცილებლობის შემთხვევაში ამ ქვეყნებში ეპიდემიოლოგიური სიტუაციიდან გამომდინარე, პირებს სომხეთის ტერიტორიაზე გადასვლის ნებას რთავს.
2. ქვეყანაში შესვლისას მოქალაქეებმა სამედიცინო გამოკვლევა უნდა გაიარონ:
1) კორონავირუსის სიმპტომების აღმოჩენის შემთხვევაში, ხორციელდება ჰოსპიტალიზირება;
2) თუკი სიმპტომები არ აღმოჩნდება, მოქალაქეს 14 დღიანი თვითიზოლირების გავლის ბრძანება ეძლევა, ამ პერიოდის განმავლობაში მას შეუძლია PCR-ტესტის ჩაბარება და უარყოფითი პასუხის შემთხვევაში თვითიზოლირებიდან გამოსვლა;
3. სამედიცინო გამოკვლევის შემდეგ სომხეთში ჩამოსულ პირებს თვითიზოლირების წესებს და მათი დარღვევის შედეგებს აცნობენ, რაზეც მათ შესაბამის შეტყობინებას აძლევენ.
4. ეროვნული უშიშროების სამსახურის სასაზღვრო ჯარის პირებს საზღვრის გადაკვეთა შეუძლიათ მხოლოდ ხელმოწერილი შეტყობინების შემთხვევაში, რომლის არარსებობის შემთხვევაში სომხეთში შესული პირი მოსაცდელ ოთახში ბრუნდება.
5. სომხეთში შემოსული პირების თვითიზოლირების რეგისტრაცია ARMED-ის სისტემაში ხორციელდება.
6. სომხეთის მოქალაქეობის მქონე პირებს აღნიშნული დანართის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული ზომების მიღების უარის შემთხვევაში, ასევე ARMED-ის სისტემაში რეგისტრაციის უარის შემთხვევაში სომხეთის ტერიტორიაზე შესვლა ეკრძალება.
7. აღნიშნული დანართის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული ზომების მიღების უარის შემთხვევაში სომხეთის მოქალაქეები, ასევე ოჯახის წევრები, რომლებიც სომხეთის მოქალაქეები არ არიან, ქვეყნის ტერიტორიაზე შესვლის შემდეგ ჰოსპიტალიზაციას ან იზოლირებას გადიან.
8. სომხეთის სამოქალაქო ავიაციის კომიტეტი ყველა კომერციულ ავიაგადამზიდს შეტყობინების ფურცლებს ურიგებს, რომლებსაც მგზავრები ფრენის დროს ავსებენ.
9. აღნიშნული დანართის მე-2 პუნქტის მე-2 ქვეპუნქტში გამონაკლისი კეთდება სომხეთის ტერიტორიაზე მფრინავების ეკიპაჟის წევრებისათვის დასვენების ორგანიზაციისათვის ჩამოსული თვითმფრინავის, ასევე აღნიშნული დანართის 1-ლი პუნქტის მე-4 ქვეპუნქტით გათვალისწინებული პირებისათვის.
თუ დაავადების სიმპტომები არ აღმოჩნდება, სომხეთში მფრინავთა დასვენების ორგანიზაციისათვის ჩამოსული თვითმფრინავის ეკიპაჟის წევრები, ასევე სახელმწიფოთაშორისი სატვირთო გადაზიდვების მძღოლები, ქვეყნის ტერიტორიაზე შემოსვლის შემდეგ, მომდევნო ფრენამდე და ეკიპაჟის შეცვლამდე თვითიზოლირებაში იმყოფებიან.