დღეს, 27 თებერვალს ახალქალაქის მუნიციპალიტეტში COVID-19-ით ინფიცირების ერთი შემთხვევა დაფიქსირდა. საერთო ჯამში, კორონავირუსის ეპიდემიის დაწყებიდან სამცხე-ჯავახეთში კორონავირუსის 4695 შემთხვევაა გამოვლენილი, მათ შორის, 331 ახალქალაქში და 151 ნინოწმინდაში.
როგორც სამცხე-ჯავახეთის სამხარეო ადმინისტრაციის წარმომადგენელმა, გიორგი მიქელაძემ JNEWS-ს განუცხადა, ბოლო 24 საათის განმავლობაში სამცხე-ჯავახეთში კორონავირუსის 8 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა:
ადიგენი-1;
ასპინძა-0;
ახალციხე-1;
ახალქალაქი-1;
ბორჯომი-5 და
ნინოწმინდა-0:
საერთო ჯამში, რეგიონში 77 ადამიანია იზოლირებული:
1. ადიგენის – 2 პირი;
2. ასპინძა – 4 პირი;
3. ახალციხე – 2 პირი;
4. ახალქალაქი – 7 პირი;
5. ბორჯომის – 62 პირი;
6. ნინოწმინდის – 0 პირი.
დღეის მდგომარეობით კარანტინში და კოვიდ სასტუმროებში არავინ იმყოფება, ხოლო კოვიდ კლინიკაში 14 პაციენტი რჩება.
ბოლო 24 საათის განმავლობაში, სამცხე-ჯავახეთში გამოჯანმრთელდა ორი პაციენტი. გარდაცვალების ფაქტი არ დაფიქსირდა.
საერთო ჯამში, რეგიონში 4 612 ადამიანი გამოჯანმრთელდა, 47 ადამიანი გარდაიცვალა. გამოვლენილია ინფიცირებულთან კონტაქტში მყოფი 8 პირი, მიმდინარეობს მოკვლევა. ამ დროისთვის 39 ნიმუშის პასუხს ელოდებიან.