საქართელოს მთავრობის სპეციალურ საიტზე, Stopcov.ge, გამოქვეყნებული ინფოემაციის თანახმად საქართველოში კორონავირუსის 448 ახალი შემთხვევა დადასტურდა.

1 ოქტომბერისთვის ქვეყანაში კოვიდ-19-ის 6 640 შემთხვევაა დადასტურებული. ამას გარდა, სამშობლოში სამკურნალოდ ქვეყნის გარეთ დაინფიცირებული 41 მოქალაქეა გადმოყვანილი. 3 419 ინფიცირებული უკვე სრულად გამოჯანმრთელდა.

კორონავირუსისგან ქვეყანაში 40 მოქალაქე გარდაიცვალა. 5 392 მოქალაქე 8 დღიან სავალდებულო კარანტინშია მოთავსებული, 836 კი – სამედიცინო დაწესებულებებში ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფება.

ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებული განყოფილების ხელმძღვანელის მარინა ენდელაძის თქმით, ახალი შემთხვევებიდან 241 აჭარაში გამოვლინდა, 98 იმერეთში, 62 თბილისში, 15 სამეგრელო-ზემო სვანეთში, 9 სამცხე-ჯავახეთში, 7-7 გურიასა და შიდა ქართლში, 6 უცხოეთიდან შემოტანილია, 2 ახლი შემთხვევა კი – კახეთში დაფიქსირდა.

კოვიდ-სასტუმროებში 1100 ადამიანი რჩება. შეგახსენებთ, რომ გუშინ საქართველოში კორონავირუსის 326 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა.