დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ეროვნული ცენტრის ცნობით, სომხეთში კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვი 142344-მდე გაიზარდა. 407 ინფიცირებული ბოლო 24 საათის განმავლობაში.
ცენტრის ინფორმაციის თანახმად ჯამში გამოჯანმრთელებულთა რიცხვი 117649 შეადგენს.
კორონავირუსის დაავადებით ბოლო დღე-ღამის განმავლობაში 18 ადამიანი გარდაიცვალა, შესაბამისათ, COVID-19-ის ინფექციით გარდაცვლილთა საერთო რაოდენობა 2344 ფიქსირდება.
სომხეთის ჯანდაცვის სამინისტროს თანახმად სხვა, თანმხლები დაავადებებისგან გარდაიცვალა 7 პაციენტი, ჯამში ეპიდემიისგან გარდაცვლილთ რაოდენობა 595-ს შეადგენს.
აღსანიშნავია, რომ სტაციონარულ მკურნალობას ამჟამად 21756 პაციენტი გადის, ხოლო ჩატარებული ტესტების საერთო რაოდენობა 530225 შეადგენს.