სომხეთის რესპუბლიკის ჯანდაცვის სამინისტროს დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ეროვნული ცენტრის უწყებით, დღე-ღამეში სომხეთში კორონავირუსული ინფექციის 392 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა.
საერთო ჯამში, 25 სექტემბერს ქვეყანაში რეგისტრირებულია 48,643 ინფიცირებული. ფაქტობრივად, ამჟამად 4002 ადამიანი მკურნალობს (მათი რიცხვი დღე-ღამეში 254-ით იზრდება). გამოჯანმრთელდა 43401 ადამიანი (ბოლო დღე-ღამეში 135), გარდაიცვალა 947 პაციენტი (ბოლო დღე-ღამეში 2 ადამიანი).
კორონავირუსით დაავადებული კიდევ 1 მოქალაქე გარდაიცვალა “სხვა დაავადებების გამო”. ასეთი შემთხვევების საერთო რაოდენობაა 293. ამრიგად, გარდაცვლილთა საერთო რიცხვმა 1240-ს მიაღწია.