საქართველოში პირველად, I-VI კლასებისათვის გამოცემული სომხურენოვანი წიგნები ჯავახეთის სომხური სკოლების სასკოლო მერხებზე აღმოჩნდა. ახალი წიგნებით სწავლა უკვე დაიწყეს. JNEWS-ი დაინტერესდა რა ფიქრობენ ახალქალაქის რაიონის სკოლების დირექტორები ახალად გამოცემულ სახელმძღვანელოებზე.
საქართველოში ახალი სასწავლო პროგრამის თანახმად, ეთნიკური უმცირესობების წიგნები უშუალოდ საქართველოში უნდა გამოიცეს. საქართველო უკვე მრავალი წელია ეთნიკური უმცირესობების სკოლების სახელმძღვანელოების პრობლემის მოგვარებას ცდილობს.
ახალქალაქის რაიონის სკოლების დირექტორები საერთო ჯამში ახალი სახელმძღვანელოებით კმაყოფილნი არიან, თუმცა აღნიშნავენ, რომ ჯერჯერობით ვერ მოასწრეს ბოლომდე შესწავლა.
სოფელ ბავრას საჯარო სკოლის დირექტორის თქმით, საქართველოში გამოცემული ახალი სახელმძღვანელოები მიიღეს.
“ჩვენ ახალი სახელმძღვანელოები მივიღეთ, მაგრამ დრო არ მქონდა კარგად შესწავლის. ერთი შეხედვით ძალიან კარგია. მასწავლებლები კმაყოფილები არიან. ადრე სახელმძღვანელოს ერთი ნაწილი ქართულ ენაზე იყო, მეორე- სომხურზე. ძალიან კარგია, რომ ახლა სახელმძღვანელოები მთლიანად სომხურ ენაზეა. ჩვენ მე-6 კლასამდე ახალი სახელმძღვანელოები მივიღეთ”,- თქვა მისაკ შირინიანმა, ბავრის სკოლის დირექტორმა.
სოფელ ბარალეთის №1 საჯარო სკოლის დირექტორი მნიშვნელოვნად თვლის იმ ფაქტს, რომ სახელმძღვანელოები ორი ნაწილისგან შესდგება და მოსწავლეები იძულებულნი არ იქნებიან სკოლაში მძიმე წიგნები ატარონ.
“მაგალითად, ბოლოს გამოცემული წიგნები კარგად არის ნათარგმნი. მე მე-7 კლასის ფიზიკის წიგნი წავიკითხე და გაოცებული ვიყავი, რამდენად ლამაზად არის დაბეჭდილი საქართველოში ფიზიკის სომხური წიგნები. უფრო წარმატებულია, თხელი, ორი ნაწილისგან შედგება, ბავშვებს სკოლაში ტარება გაუადვილდებათ. ამ წიგნში ქართული საერთოდ არ არის, მთლიანად სომხურ ენაზეა, მაგალითისთვის, მე-5 კლასის ძველი წიგნი ახლანდელს შევადარე, ახლა უკვე მთლიანად სომხურ ენაზეა და მეტად ხელმისაწვდომია, სხვა სიტყვებით, ბავშვებს სირთულეები არ შეექმნებათ, წარმატებული სახელმძღვანელოებია”, – თქვა ბარალეთის სომხური სკოლის დირექტორმა, ლენა კარაპეტიანმა.
სოფელ ბურნაშეთის დირექტორი ორენოვანი სახელმძღვანელოების კარგ და ცუდ მხარეზე საუბრობს და აღნიშნავს, რომ ორენოვანი სახელმძღვანელოების დახმარებით მასწავლებლებმა სახელმწიფო ენის ათვისება დაიწყეს.
“ჩვენ ახალი წიგნები მივიღეთ, ამჯერად ისინი მასწავლებლებსაც მოეწონათ და მოსწავლეებსაც. წარმოიდგინეთ, ჩვენ იმ სახელმძღვანელოებს შევეჩვიეთ, სადაც სომხური და ქართული ენა ერთად იყო. თავიდანვე თუ იქნებოდა სომხურ ენაზე, არ ვიწვალებდით, მაგრამ, მეორე მხრივ, კარგია, რადგან საკმაოდ კარგად ვისწავლეთ სახელმწიფო ენა”, – დაამატა არევიკ აგაბაბიანმა, ბურნაშეთის სკოლის დირექტორმა.
ტოპოგრაფიული შეცდომების მიუხედავად, ახალგამოცემული წიგნები სოფელ იხტილას საჯარო სკოლის დირექტორსაც მოეწონა.
“ჩვენ ახალი სახელმძღვანელოები მივიღეთ, არის, რაღაც უკმაყოფილება, ბეჭდვითი ხარვეზები, მაგრამ საერთო ჯამში, კარგია. წიგნები ახლა დაარიგეს. რადგან ქართული ჩვენი სახელმწიფო ენაა, სომხური და ქართული ენა ერთად ცუდი არ იყო, მაგრამ ბავშვებს უჭირდათ, ახლა გამარტივდა”, – თქვა იხტილას სკოლის დირექტორმა ვანუი მალხასიანმა.
წარმოგიდგენთ საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მიერ გამოცემულ წიგნებს:
მათემატიკა VII კლასი: I და II ნაწილები, და მასწავლებლის სახელმძღვანელო,
ფიზიკა VII კლასი მოსწავლის და მასწავლებლის სახელმძღვანელო ,
ბიოლოგია VII კლასი: для ученика и მასწავლებლის სახელმძღვანელო
გეოგრაფია VII კლასი: მოსწავლის სახელმძღვანელო 1-ლი ნაწილი, მოსწავლის სახელმძღვანელო II ნაწილი, , მოსწავლის რვეული, მასწავლებლის სახელმძღვანელო/a>
სამოქალაქო განათლება VII კლასი მოსწავლის სახელმძღვანელო და მასწავლებლის სახელმძღვანელო
სახვითი და გამოყენებითი ხელოვნება VII კლასი მოსწავლის სახელმძღვანელო
მასწავლებლის სახელმძღვანელო
მოსწავლეების სახელმძღვანელოების გარდა, ასევე გამოუშვეს მასწავლებლის სახელმძღვანელოები.