ორგანიზაცია Нор Айк -ი აცხადებს მიღებას ახალგაზრდებისთვის, ვისაც სურს საინფორმაციო ტექნოლოგიების სფეროში სპეციალიზება, კერძოდ, Software engineering in Web 3.0 -ში.
ახალქალაქში გაიმართება საინფორმაციო შეხვედრა აღნიშნულ პროგრამასთან დაკავშირებით.
პროგრამაში მონაწილეობა შეუძლიათ 18-25 წლის ახალგაზრდებს. რეგისტრაცია შესაძლებელია 8 მაისამდე, შემდეგ მისამართზე.
კურსის ხანგრძლივობაა ერთი წელი, რომლის განმავლობაში მონაწილეს ეძლევა შესაძლებლობა:
✔ გაიუმჯობესოს ინგლისური ენის ცოდნა
✔ სისტემა #blockchain-სა და არქიტექტურულ სფეროში პროგრამირების რეალური გამოცდილების შეძენა.
✔ #MIT-ის მთელი კურსის გავლა – კრიპტოვალუტის, ბლოკჩეინის დიზაინსა და სისტემაში.
✔ საკუთარი სუსტი უნარების თქვენს ერთ-ერთ ძლიერ მხარედ გადაქცევა.
Нор Айк-ის პერსპექტივაა – აყვავებული სომხური ცივილიზაცია, რომელიც მოემსახურება საკუთარი ხალხის, რეგიონსა და მსოფლიოში მშვიდობასა და აყვავებას.
კურსს სრულად აფინანსებს Нор Айк-ი, LayerSwap-ი და სხვა სპონსორები. მას შემდეგ, რაც პროგრამის მონაწილეები წარმატებით დაასრულებენ პროგრამას და პროფესიულ საქმიანობას შეუდგებიან, ისინი ხელს შეუწყობენ შემდგომი თაობის განათლების ფინანსურ მხარდაჭერას.
როგორც Jnews-სთან საუბრისას Нор Айк-ის მენეჯერმა, ასია გარსელიანმა აღნიშნა, ახალქალაქში გამართულ შეხვედრა საინფორმაციო ხასიათისაა, რათა გაცილებით მეტმა ადამიანმა შეიტყოს პროგრამის შესახებ და მიიღოს მონაწილეობა. ასევე, დასძინა, რომ ჯავახეთიდან უკვე არის მსურველთა განცხადებები. პროგრამამ ახალგაზრდებში საკმაოდ დიდი ინტერესი გამოიწვია, რაც ძალიან სასიამოვნოა.