27 დეკემბერს ახალქალაქის ცენტრალურ მოედანზე საახალწლო შოუ გაიმართება. ხოლო დღის საათებში, ბავშვებს სიურპრიზებს ჰპირდებიან.
ახალქალაქის მერიის მიერ დაგეგმილი ღონისძიებების პროგრამით, საახალწლო შოუ 27 დეკემბერს 14:00 საათზე დაიწყება. შოუს არამ ჯავარჯიანი წაუძღვება.
14:00-დან 17:00 საათამდე ახალქალაქის ცენტრალურ მოედანზე გაიმართება შოუ საახალწლო და მულტფილმის გმირების მონაწილეობით. ბავშვებს სხვა საინტერესო სიურპრიზები და საჩუქრები ელით.
პროგრამის საკონცერტო ნაწილი 15:00 საათზე დაიწყება. ახალქალაქის მუნიციპალიტეტის მერი, მელქონ მაკარიანი და საკრებულოს თავმჯდომარე ნაირი ირიციანი ყველას მომავალ წელს მიულოცავენ. გამოვლენ ადგილობრივი ანსამბლები. ცეცხლოვანი შოუ 17:00 საათზეა დაგეგმილი.
სალომე ბაკურაძე და ბენდი საკონცერტო ნომრებით წარდგებიან.
გრანდიოზული შოუ 18:30 საათზეა დაგეგმილი.
ცენტრალურ მოედანზე მოეწყობა ბაზრობა, სადაც სტუმრებს უფასოდ მიართმევენ ტკბილეულს, სასმელს და გლინტვეინს.
მერია ახალქალაქის მუნიციპალიტეტის მოსახლეობას საახალწლო ღონისძიებაში აქტიურად მონაწილეობისკენ მოუწოდებს.