ახალქალაქის მუნიციპალიტეტის ექვს სკოლაში მასწავლებლის, ექიმისა და დამლაგებლის ვაკანსიები არის.
სოფელ კარტიკამის საჯარო სკოლაში არის საინფორმაციო მემეჯერის ვაკანსია, განაცხადი მიიღება 31 ოქტომბრის ჩათვლით. ამავე სკოლაში ესაჭიროებათ ექიმი, განაცხადის მიღების ბოლო ვადა იგივეა- 31 ოქტომბრის ჩათვლით.
სოფელ ბეჟანოს საჯარო სკოლაშიც არის ექიმის ვაკანსია, მსურველებს განაცხადის შეტანა 27 ოქტომბრამდე შეუძლიათ.
ხანდოს საჯარო სკოლაში არის ინგლისური ენის მასწავლებლის ვაკანსია, განაცხადი 23 ოქტომბრის ჩათვლით მიიღება.
სოფელ ზაკვის საჯარო სკოლაში არის VII, VIII, IX, XI კლასების ფიზიკის მასწავლებლის ვაკანსია. განაცხადის მიღების ბოლო ვადა – 25 ოქტომბერი.
სოფელ ვარევანის საჯარო სკოლაში არის ექიმის ვაკანსია, განაცხადის მიღების ბოლო ვადა – 31 ოქტომბრის ჩათვლით.
ახალქალაქის ილია ჭავჭავაძის სახელობის №3 სკოლაში არის დამლაგებლის ვაკანსია, მსურველებს განაცხადის შეტანა შეუძლიათ 31 ოქტომბრის ჩათვლით.