“პატრიოტთა ალიანსმა” ახალქალაქი-ნინოწმინდის საარჩევნო ოლქში მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატად არტაშეს ჰაკოფიანი დაასახელა.
არტაშეს ჰაკოფიანი ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ ფოკის მაცხოვრებელია. მას დიდი პოლიტიკური გამოცდილება არ აქვს, თუმცა “პატრიოტთა ალიანსის” შემოთავაზებას დათანხმდა, რადგან მათ საარჩევნო პროგრამას ეთანხმება. მისი თქმით “პატრიოტთა ალიანსის პროგრამა, ხალხის ინტერსებზეა მორგებული”.
“მინდა ხალხის მხარეს ვიყო”,- ამბობს არტაშეს ჰაკოფიანი.