20 ივლისს, მმართველმა პარტიამ “ქართულმა ოცნებამ”, მომავალი საპარლამენტო არჩევნებისთვის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატურები წარადგინა და ნათელი გახდა, რომ ახალქალაქი-ნინოწმინდის მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქში, მმართველი პარტიიდან კენჭს სამველ მანუკიანი იყრის. JNEWS-ი დაინტერესდა, რატომ არ წამოაყენა “ოცნებამ” ენზელ მკოიანის კანდიდატურა, რომელიც დაახლოებით 21 წელია საქართველოს პარლამენტის წევრია.
რატომ არ დაასახელა “ქართულმა ოცნებამ” თქვენი კანდიდატურა?
პირველი ის არის, რომ ამბობენ, თითქოს 2018 წლის საპარლამენტო არჩევნების მეორე ტურის დროს, ყველა ტელეარხი მე მაჩვენებდა, რასაც არ ვეთანხმები. მე ხელმძღვანელობას ავუხსენი, რომ ისინი ჩემი პირადი მტრები არ იყვნენ, ამ ხალხმა მთელს ქალაქში დახიეს “ოცნების” დროშები, უკანასკნელი სიტყვებით ლანძღეს “ოცნების” ლიდერები, შემდეგ კი მანქანით პარტიის შტაბში შეიჭრნენ. მე პარტიის ღირსება შევინარჩუნე, ჩემი ოჯახის წევრები, საკუთარი შვილებიც კი გავწირე მათი გულისათვის და ათას სასამართლო პროცესზე მოვხვდი, ათასობით თანხა დავხარჯე, მაგრამ ეს პარტიისთვის გავაკეთე. ამაზე არაფერი მიპასუხეს, რადგან მე მართალი ვარ.
მეორე – მითხრეს, რომ ცეცხლსასროლი იარაღით ხელში დავდივარ ქალაქში. მე ავუხსენი, რომ თავს დამესხნენ დღისით, არსებობს ვედეოკამერების ჩანაწერები, არიან მოწმეები, თვითმხილველები. კამერებში ზუსტად ჩანს პირველად ვინ ამოიღო იარაღი, როგორ ისროლა, ჩემი ძმისშვილი, როგორ გარბის, იყო მკვლელობის მცდელობა, თქვენ მას 18 წლის ბიჭთან ათანაბრებთ. დღისით, პარლამენტის მაჟორიტარი დეპუტატის მკვლელობის მცდელობა იყო, ისინი ამას დათანხმდნენ, განაცხადეს, რომ ეს მართალია, ვის შეუძლია სიმართლეს შეეწინააღმდეგოს.
მესამე – მათ თქვეს, რომ 21 წელი დეპუტატად, დიდი ვადაა. მე კი მათ ავუხსენი, რომ მსოფლიოში ყველაზე დემოკრატიული სახელმწიფო ამერიკაა, არიან სენატორები მაკკეინი, ლიბერმანი და სხვები, რომელიც 38 წელზე მეტია სენატორები არიან. მე ვთქვი, რომ ხალხს ეს ესმის, ამას რა მნიშვნელობა აქვს. მათ აქაც არ ამოიღეს ხმა. აი, ასეთი მიზეზი ნახეს ჩემში.