ახალქალაქის მუნიციპალიტეტის მერობის კანდიდატი “ევროპული საქართველოდან”, არსენ კარაპეტიანი, საარჩევნო კამპანიის ფარგლებში ახალქალაქის მუნიციპალიტეტის ყველა სოფელში მართავს შეხვედრებს. თუმცა, მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი სოფელ ტურცხში წარადგინა. სოფლის ცენტრში გამართულ შეხვედრას დაახლოებით 32 ამომრჩეველილ ესწრებოდა. 

28 სექტემბრის საღამოს, სოფელ ტურცხის ცენტრში, სოფლის მოსახლეობა, ძირითადად მამაკაცები, ნელ -ნელა წინ მიიწევდნენ. პარტია „ევროპული საქართველოს“ მერობის კანდიდატი, არსენ კარაპეტიანი სოფლის ცენტრში, ფანჩატურთან იდგა, სადაც გამოფენილი იყო ორი პარტიის მერობის კანდიდატების პლაკატები: «ევროპული საქართველო» და «ქართული ოცნება».

“რასაც თქვენ ამბობთ, რომ ჩვენ ხშირად არ მოვდივართ თქვენს სოფლებში. როგორ ფიქრობთ, ხალხო, ჩვენ, ის ხალხი ვართ, ვინც მონაწილეობს ბრძოლაში, ამ ბრძოლის გარდა სხვა სიცოცხლე არ არსებობს? ჩვენ არ გვყავს ჩვენი ოჯახები, საზრუნავი, ყოველდღიური პრობლემები? პლუს არჩევნები არის ის ნაბიჯი, რომელიც საშუალებას მოგვცემს გადავდგათ ნაბიჯი ცვლილებებისკენ. თუ ადრე მოვალ და ვიტყვი მოდი პრობლემები მოვაგვაროთ, ხომ დამცინებთ? არ მეტყვი არსენ ჯან, არჩევნებამდე ბევრი დროა, თქვენ არ გაქვთ ძალა და ბერკეტი, თქვენ არ გაქვთ გადაწყვეტილების მიღების შესაძლებლობა. რატომ გწყინთ? მე მესმის თქვენი, მაგრამ მე მინდა ვთქვა სიმართლე, რეალობა”, – მიმართა არსენ კარაპეტიანმა დამსწრე საზოგადოებას.

DSC_5303

DSC_5309

მისი თქმით, ხელისუფლება არ მოდის მათ სოფლებში კითხვებზე პასუხის გასაცემად. მან  მმართველი პარტიის დეპუტატობის კანდიდატებზეც, ასევე, მმართველ პარტიასა და ოპოზიციას შორის დაფინანსებაში არსებულ განსხვავებაზე.

მოუწოდა მოსახლეობას გააკეთონ არჩევანი არა მისი, ან სხვების მითითებით, არამედ არჩევანი გააკეთონ, როგორც ისინი სწორად ჩათვლიან.

DSC_5316

“როდესაც ვამბობ ბრძოლას – მარტივი სიტყვაა. ნუ იფიქრებ, რომ მე გთხოვ, რომ აიღო ეს ქვა, წაიღო და სხვაგან დადო, ან ღმერთმა ნუ ქნას ვინმეს მხარეს გადააგდო. თუ ჩვენ გავიმარჯვებთ, ჩვენი პირველი სტუმარი იქნება დაპირისპირებული მხრიდან, რათა მან იცოდეს, რომ შესაძლებელია განსხვავებულად იცხოვროს, მივიღოთ ერთმანეთი ისეთი, როგორიც ვართ”, – ამბობს არსენ კარაპეტიანი.

თანასოფლელების წინაშე სიტყვით გამოვიდა სოფელ ტურცხის დეპუტატობის კანდიდატიც.

ამის შემდეგ, არსენ კარაპეტიანმა ყველა კითხვას უპასუხა, რომელიც, რამდენიმე სოფლის ერთ მაჟორიტარულ ოლქში გაერთიანებას ეხებოდა და სხვა აქტუალურ საკითხებს. თანასოფლელებმა პირადი შინაარსის კითხვებიც დაუსვეს.

DSC_5306