საქართველოში გრძელდება პოლიტიკური კრიზისი, ოპოზიცია ერთხმად უარს ამბობს ჩატარებული არჩევნების შედეგების აღიარებაზე, არჩევნების მეორე ტურს ბოიკოტს უცხადებს და უარს ამბობს პარლამენტში შესვლაზე. რას ნიშნავს ეს და როგორ შეიძლება განვითარდეს მოვლენები პანდემიის პირობებში შეგიძლიათ JNEWS-ის მასალაში გაეცნოთ.

31 ოქტომბერს საქართველოში საპარლამენტო არჩევნები გაიმართა, რომელშიც მონაწილეობდა 48 პარტია და ორი ბლოკი. საქართველოს პარლამენტში 150 დეპუტატი შეირჩა- 120 სიებით და 30- მაჟორიტარული სისტემით. საბოლოოდ, ამომრჩეველთა 48,15 პროცენტით მმართველი პარტია “ქართული ოცნება- დემოკრატიული საქართველო” გახდა გამარჯვებული და პარლამენტში უმრავლესობა მიიღო. ოპოზიციამ ეს შედეგები არ აღიარა და უარი თქვა ახალ პარლამენტში შესვლაზე. მისი მომხრეები, ძირითადად, ახალ კენჭისყრას და ცესკოს ხელმძღვანელის თამარ ჟვანიას თანამდებობიდან მოხსნას ითხოვდნენ, ვისაც ისინი არჩევნების შედეგების ფალსიფიცირების მონაწილედ თვლიან. კიდევ ერთი მოთხოვნაა, პოლიტიკური პატიმრების გათავისუფლება. იმ დროიდან, მიუხედავად პანდემიასთან დაკავშირებული რთული ვითარებისა, თბილისში მასობრივი პროტესტები არაერთხელ გაიმართა.

არჩევნების დღიდან საქართველოში 26 დღე გავიდა, 21 ოქტომბერს 17 საარჩევნო ოლქში ხელმეორე არჩევნები ჩატარდა, სადაც ასევე მმართველმა პარტიამ მოიგო, თუმცა საპარლამენტო არჩევნების შედეგების წინააღმდეგ გაპროტესტების ნიშნად, ოპოზიციამ არჩევნებს ბოიკოტი გამოუცხადა. ოპოზიციამ საკუთარი დამკვირვებლები, საარჩევნო კომისიის წევრები გამოიწვია, ასევე ყველა მომხრეს მოუწოდა არ მიიღონ მონაწილეობა კენჭისყრაში. ბოიკოტის მიუხედავად, ბიულეტენებში ოპოზიციური კანდიდატების სახელები იყო მითითებული.

პოლიტოლოგისა და გაზეთი “რეზონანსის” ყოფილი მთავარი რედაქტორის ლაშა ტუღუშის აზრით, შექმნილი ვითარება ოპტიმიზმის საბაბს არ იძლევა.

“თუმცა ახლა მოლაპარაკებები მიმდინარეობს, ფასილიტატორები არიან ელჩები, აშშ-ს, ევროსაბჭოს, გერმანიის ელჩები, ისინი ცდილობენ რაღაც წერტილების ნახვას, რომლებიც მათ არსებული დილემების გადაწყვეტის შესაძლებლობას მისცემს და რომლებიც ახლა ჩვენ ოპტიმისტებად ყოფნის შესაძლებლობას არ გვაძლევენ”,- ამბობს ის.

პოლიტოლოგის განმარტებით, ფორმალურად, პარლამენტის მუშაობისათვის დეპუტატების რაოდეობა საკმარისია. იმისათვის, რომ ის იყოს ლეგიტიმური, საჭიროა საერთო რაოდენობის ნახევრის არსებობა, ანუ 74 დეპუტატის არსებობა. მას შემდეგ, რაც ცენტრალური საარჩევნო კომისია კონსტიტუციით საბოლოო გადაწყვეტილებას გამოაცხადებს, პრეზიდენტმა პარლამენტის პირველი სხდომა 10 დღის განმავლობაში უნდა გამოაცხადოს.

“ფორმალურად- დიახ, პარლამენტი იქნება, მაგრამ პრობლემა იმაში მდგომარეობს, რომ ოპოზიციის გარეშე ეს იქნება ძალიან არაპროდუქტიული და არაკონსტრუქციული. ვინაიდან ერთპარტიული პარლამენტი იმ ქართველი ამომრჩევლების ოცნება არ არის, ვისაც მრავალპარტიული პარლამენტის არსებობა უნდოდათ. ამიტომ ეს ძალიან რთული პროცესი იქნება, და ამის გამო ყველა საღად მოაზროვნე ადამიანს სურს, რომ რაიმე გამოსავალი მოიძებნოს. გამოსავალი სხვადასხვაა, შესაძლოა ახალი ვადამდელი არჩევნები რაღაც კომპრომისული ვარიანტები იყოს, რომელიც მისაღები იქნება ოპოზიციისათვის და იმისათვის, რომ პარლამენტში შესვლა გადაწყვიტოს, მაგრამ ეს ძალიან რთული პროცესია”,- ამბობს ლაშა ტუღუში.

ტუღუშის აზრით, მეორე ტურს არჩევნებად ძნელად ვუწოდებთ, რადგან ოპოზიციამ მონაწილეობა არ მიიღო, გამოსავალი წინასწარ იყო მოფიქრებულ. რასაკვირველია, ამ ყველა ოლქში ხელისუფლების პარტიამ მოიგო. მიუხედავად ოპოზიციის მხრიდან დარღვევებში, ფალსიფიცირებებში და ამომრჩევლების მოსყიდვაში ბრალდებებისა, საერთაშორისო ორგანიზაცია არჩევნების შეფასებაში ძალიან კრიტიკული არ იყო, თუმცა შეფასება სრულად არ გაკეთებულა.

“საბოლოო შეფასებებს ჩვენ განსაკუთრებით, ევროპის საბჭოსა და ეუთო-სგან ველით, ანუ საერთაშორისო დამკვირვებლების დახმარებით მათ საბოლოო დასკვნა უნდა დაწერონ, რაც საბოლოოდ ძალიან მნიშვნელოვანი და ძალიან საინტერესოა. იყო რაღაც შუალედური ფრაგმენტები, შეფასებები, მაგრამ ისინი არჩევნების პროცესს ასე დრამატულად არ უყურებენ. ჯერჯერობით აფასებენ, როგორც დემოკრატიულ, კონკურენტულ პროცესს, მაშასადამე, მსგავსი ფრაზებით განსაზღვრეს ეს პროცესი. მაგრამ საჭიროა საბოლოო დოკუმენტის ნახვა. მართალია, ბევრი სხვაგვარად ხედავს, განსაკუთრებით, ოპოზიციურად განწყობილი ადამიანები. ვფიქრობ, რომ ფალსიფიცირებასთან დაკავშირებული სერიოზული პრობლემები იყო, ასევე ადგილზე მოსყიდვა, სადაც ზოგიერთი ციფრი არ დაემთხვა, სადღაც იკარგებოდა ბიულეტენები, ბევრია ასეთი არგუმენტი. ეს რთული პროცესია, და ახლაც არ დასრულებულა. რა იქნება ამ გვირაბის ბოლოს. იმედი მაქვს, რომ სინათლე იქნება”,- ამბობს ლაშა ტუღუში.

და ვიდრე ეს “სინათლე” გამოჩნდებოდეს, საქართველო ყველა სფეროში კრიზისს განიცდის, იქნება ის პოლიტიკურში, ეკონომიკურში თუ ჯანდაცვაში. მოხერხდება თუ არა ამ კრიზისიდან გამოსვლა და როდის და როგორ… ეს შეკითხვები ჯერჯერობით პასუხის გარეშე რჩება.