ახალქალაქის კულტურის სახლში ქალაქის ცენტრალური ნაწილის რეკონსტრუქციის გეგმა გამოჩნდა.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს ინფრასტრუქტურის სამინისტრო ახალქალაქში რეგიონისა და ტურიზმის განვითარების მიზნით ახორციელებს პროგრამას – „განახლებული მუნიციპალიტეტი“, რომელიც ცენტრალური ქუჩისა და ცენტრალური მოედნის, იქ მდებარე შენობების ფასადების რეაბილიტაციას ითვალისწინებს.
ახალქალაქის ცენტრალური ქუჩის 4 კორპუსის ფასადის, ასევე, მერიის წინ მდებარე მოედნის სარეაბილიტაციო სამუშაოები ივლისის ბოლოს დაიწყო. კულტურის სახლის ფასადის რეაბილიტაციის მეორე ეტაპი 2022 წლის გაზაფხულამდე გადაიდო, ვინაიდან, მუშების აზრით, რეაბილიტაცია შესაძლოა არ დასრულდეს ცივი ამინდის დაწყებამდე. წელს ისინი დაასრულებენ კერძო სახლების ფასადების და ახალქალაქის მერიის წინ მდებარე სკვერის, ასევე ტროტუარს რეაბილიტაციას.