მმართველი პარტია „ქართული ოცნების“ შემოწირულობამ სექტემბერში 6,495,650 ლარი შეადგინა. სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ოფიციალურ ვებგვერდზე განთავსებული ინფორმაციის თანახმად, პარტიისთვის შემოწირულობა 245 სუბიექტმა გაიღო.
118 დონორმა ორგანიზაციამ “ქართული ოცნებისთვის” 20 -დან 60 ათასამდე ლარი გამოყო.
1 იანვრიდან 30 სექტემბრის ჩათვლით, პარტიას ფული 549 სუბიექტმა ჩაურიცხა.