საქართველოს საპარლამენტო არჩევნებში ხმის მიცემის პროცედურები ზუსტად 20:00 საათზე დასრულდა და მთელი ქვეყნის მასშტაბით ყველა საარჩევნო უბანი დაიხურა. ისინი, ვინც საარჩევნო უბნებთან რიგში იდგნენ, უბნების დახურვამდე შეუშვეს ხმის მისაცემად.
ამ დროისთვის მიმდინარეობს ხმების დათვლა. JNEWS-ის ჟურნალისტები თვალს ადევნებენ ხმების დათვლის პროცესს ახალქალაქსა და ნინოწმინდაში.
საპარლამენტო არჩევნები საქართველოში პირველად იმართება ახალი საარჩევნო სისტემით – 120/30-ზე.