“ქართული ოცნების” შემოწირულობა სექტემბერში 6,5 მლნ ლარია

“ქართული ოცნების” შემოწირულობა სექტემბერში 6,5 მლნ ლარია

მმართველი პარტია „ქართული ოცნების“ შემოწირულობამ სექტემბერში 6,495,650 ლარი შეადგინა. სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ოფიციალურ ვებგვერდზე განთავსებული ინფორმაციის თანახმად, პარტიისთვის შემოწირულობა 245 სუბიექტმა გაიღო.

118 დონორმა ორგანიზაციამ “ქართული ოცნებისთვის” 20 -დან 60 ათასამდე ლარი გამოყო.

1 იანვრიდან 30 სექტემბრის ჩათვლით, პარტიას ფული 549 სუბიექტმა ჩაურიცხა.

გაზიარება: Facebook Telegram

იხილეთ ასევე