საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ნიკოლ ფაშინიანს არჩევნებში გამარჯვებას ულოცავს.
ამის შესახებ ირაკლი ღარიბაშვილი სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ წერს.
„გულითადად ვულოცავ სომხეთის პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანს წარმატებული არჩევნების ჩატარებას და წინასწარი შედეგების მიხედვით „სამოქალაქო თანხმობის“ პარტიის გამარჯვებას. წარმატებებს გისურვებთ მომავალშიც! მოუთმენლად ველი მჭიდრო თანამშრომლობას სომხეთის ახალ მთავრობასთან”, – წერს ირაკლი ღარიბაშვილი.
სომხეთის რესპუბლიკაში ჩატარებული ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების ამჟამინდელი შედეგების მიხედვით, საკანონმდებლო ორგანოში სამი პოლიტიკური ძალა იქნება წარმოდგენილი – პარტია „სამოქალაქო შეთანხმება“, ბლოკი „სომხეთი“ და ბლოკი „მაქვს პატივი“.
მოპოვებული მანდატები შემდეგნაირად გადანაწილდა: „სამოქალაქო შეთანხმება“ – 71 ადგილი, ბლოკი „სომხეთი“ – 29 ადგილი, ბლოკი „მაქვს პატივი“ – შვიდი ადგილი.