ცესკომ დაასრულა ხმების დათვლა, უკვე შეგვიძლია ვისაუბროთ იმაზე, თუ რამდენი მანდატი მიიღეს საკანონმდებლო ორგანოში იმ პოლიტიკურმა სუბიექტებმა, რომლებმაც გადალახეს 1% -იანი ბარიერი.
“ქართული ოცნება” – 61;
“ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – ძალა ერთობაშია” – 35;
“ევროპული საქართველო” – 5;
“სტრატეგია აღმაშენებელი” – 4;
“ლელო საქართველოსთვის” – 4;
“პატრიოტთა ალიანსი” – 4;
“გირჩი” – 4;
“ალეკო ელისაშვილი – მოქალაქეები” – 2;
“ლეიბორისტული პარტია” – 1.
გარდა ამისა, ცესკოს მონაცემებით, “ქართულმა ოცნებამ” 30 მაჟორიტარული ოლქიდან 14 – ში შესამჩნევი გამარჯვება მოიპოვა. ეს ნიშნავს იმას, რომ მმართველ პარტიას უკვე აქვს 75 მანდატი. საპარლამენტო უმრავლესობისა და მთავრობის შესაქმნელად “ქართულ ოცნებას” 16 საარჩევნო ოლქიდან გამარჯვება სჭირდება მხოლოდ ერთში, რომელშიც არჩევნების მეორე ტური ჩატარდება.
შეგახსენებთ, რომ ოპოზიცია კენჭისყრის შედეგების აღიარებაზე უარს აცხადებს.