საქართველოს პარლამენტის ყოფილი დეპუტატი და ახალქალაქის საკრებულოს მოქმედი დეპუტატი სამველ პეტროსიანი, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებში კენჭს იყრის. ის “პატრიოტთა ალიანსის” პარტიული სიებით წარდსგება.
JNEWS-თან სატელეფონო საუბარში სამველ პეტროსიანმა დაადასტურა, რომ საქართველოს საპარლამენტო არჩევნებში მიიღებს მონაწილეობას.
“დიახ, მე ვაპირებ კენჭისყრას. სიების მიხედვით წარვდგები, საარჩევნო კამპანიაში მონაწილეობას აუცილებლად მივიღებ, გადაწყვეტილება მივიღე, და ჩემი გვარი უკვე ერთ თვეზე მეტია “პატრიოტთა ალიანსის” სიაშია წარდგენილი”,- თქვა სამველ პეტროსიანმა.
ის აღნიშნავს, რომ ნებისმიერი, ვინც საკუთარ კანდიდატურას წამოაყენებს, არჩევნების მოგებაში დარწმუნებულია.
“არის ცნობილი გამონათქვამი, რომ ყველა ღებულობს ისეთ ლიდერს, როგორსაც იმსახურებს, თუკი მოსახლეობა პროთურქულ ლიდერს აირჩევს, მაშინ იმსახურებს ამ ხვედრს. თუკი მე ამირჩევენ, ვიქნები დეპუტატი, თუ არა და სახლში ვიჯდები. დარწმუნებული ვარ, რომ ფალსიფიკაცია იქნება, ჩვენ არ გვაქვს რაიონული საარჩევნო კომისია, ეს კომისია კონკრეტული ფალსიფიკაციებითაა დაკავებულია”,- თქვა პეტროსიანმა.
შეგახსენებთ, სამველ პეტროსიანი “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” პარტიის მხრიდან, 2012-2016 წლებში, საქართველოს პარლამენტის დეპუტატი იყო.