ცესკოს მიერ გამოქვეყნებული, ახალქალაქის საარჩევნო უბნების ოქმების მონაცემების თანახმად, ყველა საარჩევნო უბანზე კენჭისყრა დაახლოებით ერთნაირი იყო, 50%-ზე მეტი ხმით ლიდერობს მმართველი პარტიის კანდიდატი მელქონ მაკარიანი.  JNEWS-ი აქვეყნებს საინტერესო ციფრებს.

 

 “ევროპული საქართველოს” კანდიდატმა არსენ კარაპეტიანმა მიიღო ყველაზე მეტი ხმა სოფელ კარწახში (საარჩევნო უბანი N40) – 37.57% (139 ხმა).

 

 “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” კანდიდატმა მელიქ რაისიანმა პროცენტული თვალსაზრისით ყველაზე მეტი ხმა მიიღო სოფელ აფნიაში (საარჩევნო უბანი N23) – 30% (21 ხმა), ხოლო რიცხვითი პროპორციით სოფელ ხანდოში – 122 ხმა (27.35%).

 

 პარტია „ქართული ოცნების“ კანდიდატმა მელქონ მაკარიანმა მოიპოვა ყველაზე მეტი ხმა სოფელ კუმურდოში. სოფელ კუმურდოს N49 საარჩევნო უბანზე – 98.62% (499 ხმა), ხოლო N69 საარჩევნო უბანზე – 99.16% (354 ხმა). მაკარიანმა ყველაზე ნაკლები ხმა მიიღო სოფელ გოგაშენში (საარჩევნო უბანი N22) – 60.13% (92 ხმა).