ნინოწმინდის N2 საარჩევნო უბანზე, კენჭისყრის ოთახში მოქალაქე პირბადის გარეშე შევიდა.
მას პირბადე ჯიბეში ჰქონდა, თუმცა არ გაუკეთებია, დარღვევის შესახებ არც კომისიის წევრებმა მიუთითეს.
ახალქალაქი-ნინოწმინდის ოლქში მთლიანობაში 57 886 ამომრჩეველია. ეს არის N18-ე მაჟორიტარული ოლქი, სადაც შედის N40 ახალქალაქისა და N42 ნინოწმინდის ოლქები.