№18 მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქში, 15:00 საათის მდგომარეობით არჩევნებში მონაწილეობა 21 047 ამომრჩეველმა მიიღო, რაც ამავე ოლქში, ხმის მიცემის უფლების მქონე მოსახლეობის საერთო რაოდენობის 36,4%-ია.
№18 მაჟორიტარულ ოლქში, ანუ ახალქალაქისა და ნინოწმინდის მუნიციპალიტეტებში სულ 57 886 ამომრჩეველია რეგისტრირებული. ახალქალაქში – 36 979, ხოლო ნინოწმინდაში – 20 577.
ახალციხეში 15:00 საათისთვის ხმა მისცა 36 974 ამომრჩეველმა, რაც რეგისტრირებული ადგილობრივი ამომრჩევლის 42,9%-ია.
მთელი ქვეყნის მასშტაბით, 15:00 საათისთვის არჩევნებში მონაწილეობა მიიღო 1 279 947 ამომრჩეველმა, რაც რეგისტრირებული რაოდენობის 36,45%-ს შეადგენს.