წლის ბოლომდე, სოფელ ხორენიის ყველა სახლში სასმელი წყალი იქნება. სოფლის წყალმომარაგების პროექტი გრძელდება.
ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ ხორენიაში სასმელი წყლის პრობლემა მრავალი წლის განმავლობაში არსებობს, ხალხი წყალს ან ჭადან ან წყაროდან ეზიდება. 2019 წელს სოფლის წყალმომარაგებისთვის ადგილობრივი ბიუჯეტიდან 500’000.00 ლარი გამოიყო, ხოლო პროექტი 2020 წელს უნდა დასრულებულიყო, რაზეც ბიუჯეტიდან კიდევ 462’928.00 ლარი გამოიყო. საერთო ჯამში პროექტის თანხამ 962`928.00 ლარი შეადგინა, თუმცა, “უნივერსალ ჯორჯია 2008-მ” ტენდერი 899`970.00 ლარის ოდენობით გაიმარჯვა.
სამუშაოები 2019 წელს დაიწყო, თუმცა წელს, სოფელ აბულის მაცხოვრებლებმა პროტესტი გამოთქვეს მასზედ, რომ ხორენიას სასმელი წყალი “პახ ახბიურიდან” უნდა მიეწოდოს, რომელიც სოფლის მოსახლეობისთვის “წმინდა ადგილად” არის მიჩნეული. აბულელებმა, სოფელ ხორენიასთვის სასმელი წყლის მიწოდება, სხვა ადგილიდან მოითხოვეს. სამუშაოების ასევე გაზაფხულზე გადაიდო, როდესაც მთელი ქვეყნის მასშტაბით, COVID-19- ის გავრცელების პრევენციის მიზნით, გარკვეული ღონისძიებების იქნა ჩატარებული.
სოფელ ხორენიაში მერის წარმომადგენლის თქმით, წყალსაცავ აუზს წყალი უკვე მიეწოდება.
“არსებობს პატარა პრობლემები, რომელთა მოგვარებასაც ისინი დაპირდნენ – ეს სამუშაო პროცესთან დაკავშირებული პრობლემებია, რომელთა მოგვარებაც მიმდინარეობს. კორონავირუსამდე პროექტი ივლისის ბოლოს უნდა დასრულებულიყო, მაგრამ რადგან მათ 2 თვე არ იმუშავეს, პროექტი გაგრძელდა. როგორც ვიცი, ოქტომბრის ბოლოს უნდა დასრულდეს. სიმართლე გითხრათ, არ ვიცი სოფელ აბულის მაცხოვრებლებთან ვინ როგორ შეთანხმდა. დღეისათვის მაინტერესებს მხოლოდ წყლის გაყვანა და ის რომ ის მოდის. პროექტი შედგენილი იყო, პირველ რიგში, წყლის მიწოდება აუზში, რომელიც სოფლის ზემოთა ნაწილში მდებარეობს, შემდეგ კი წყლის გაყვანა თავად სოფელსა და სახლებში, რაც 2-3 ხაზი კი არ არის, არამედ სახელმწიფოს ბიუჯეტით არის გაყვანილი, რითაც 150 ოჯახი მომარაგდა წყლით. ასე რომ, პრობლემები არ უნდა არსებობდეს, წყალი ყველას მიეწოდება”, – ამბობს მერის წარმომადგენელი სოფელ ხორენიაში, არკადი ფიდაანიანი.
ახალქალაქის რაიონის სოფელი ხორენია, მისი 140 კომლით, ახალქალაქი-ნინოწმინდის საავტომობილო გზიდან 2-2,5კმ-ის დაშორებით მდებარეობს, თუმცა მრავალი გადაუჭრელი პრობლემის გამო, თავად სოფლის მოსახლეობა თავს სამყაროსგან მოწყვეტილად გრძნობს.