28.08.2020
ნახვები: 623 |
ავტორი: Kristina Marabyan
ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფლებში მერის წარმომადგენლებისა და სპეციალისტების პოზიციებზე ცვლილებები მოხდა.
ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფლებში მერის წარმომადგენლებისა და სპეციალისტების 39 შტატია. მათგან 29 სპეციალისტია და 10- მერის წარმომადგენელია. შრომითი ხელშეკრულების ვადის ამოწურვის შემდეგ ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის მერის 10 წარმომადგენლიდან ხელშეკრულება გაუგრძელეს 7-ს, 29 სპეციალისტს შორის დარჩა მხოლოდ 12.
სოფლებში მერის წარმომადგენლები, რომლებთანაც ხელშეკრულება არ გაფორმდა
- სათხაში, გალუსტ პალოიანის ნაცვლად ხელშეკრულება ანდრანიკ წარუკიანთან დაიდო.
- ხანჩალში, არმენაკ ავაგიანის ნაცვლად სედრაკ შახბაზიანი დაინიშნა.
- გორელოვკაში, ლევონ არაქელიანი ჩაანაცვლა მნაცაკან ბაბაჯანიანმა.
პოზიციები შეუნარჩუნეს
- ეშტია– ეგორ კოტოიან,
- განძა– ჰრანტ სირაკანიან,
- გონდურა– ჰოვანეს გრიგორიან,
- ფოკა– ვაჩაგან ალვანჯიან
- ჯიგრაშენი– არარატ ოგანესიან
- ფარავანი– მასის აგაიან
- ნინოწმინდა-ხორენ მგდესიან.
წარმოგიდგენთ სოფლების ახალდანიშნულ სპეციალისტებს და მათ, ვინც პოზიციებზე დარჩა.
- სოფელ ხანჩალში დანიშნულები არიან ჟორა კაჯოიანი, ჰოვანეს ავაქიანი, სასუნ ესოიანი და გაბრიელ ირიციანი.
- გორელოვკაში დაინიშნა შირაზ ზოროღლიანი, და ორ სპეციალისტს შეუნარჩუნდა პოზიციები- ესენი არიან ხორენ თამასიანი და ავთანდილ ნაკაიძე.
- გონდურაში დაინიშნა არტურ კრმაჯიანი, ვარდან სირაკანიანი, ედგარ კირაკოსიანი, ხაჩატურ სირაკანიანი, ხოლო ამბარცუმ თათევოსიანს და არა მანასიანს პოზიციები შეუნარჩუნდათ.
- ეშტიაში დაინიშნა არტაშეს პეტროსიანი, ხოლო პოზიციები შეუნარჩუნდა ალექსან კარაპეტიანს და რომან მკრტჩიანს.
- განძაში დაინიშნა ვაჰან ახვერდიანი და გენდრიხ ნალბანდიანი.
- სოფელ ფოკაში დაინიშნა აიკაზ ზოროგლიანი.
- სოფელ ჯიგრაშენში დაინიშნა არარატ მარაბიანი.
- სოფელ ფარავანში პოზიცია შეინარჩუნა ამბარცუმ არაქელიანმა.
- სათხაში ყველა თავის პოზიციაზე დარჩა – ესენი არიან ვანიკ ეგოიანი, კარაპეტ ზაკარიანი და რაზმიკ პაპაზიანი.
- ქალაქ ნინოწმინდაში დაინიშნა კარენ ვარდანიანი, ვარდან სეირანიანი, არამაის სააკიანი, ხოლო პოზიციები შეინარჩუნეს არარატ მარაბიანმა და რაფაელ კარსლიანმა.
დავამატებთ, რომ მერის წარმომადგენლებისა და სპეციალისტების ახალი ხელშეკრულება 6 თვის ვადით არის შედგენილი.
შეგახსენებთ, ამჟამად ცნობილია, რომ ხელშეკრულების ვადები მუნიციპალიტეტებში 10 უფლებამოსილ პირს ამოეწურა. ჩვენი ინფორმაციით, სამსახური დატოვა მერიის კულტურის, სპორტის, განათლებისა და ტურიზმის სამსახურის უფროსმა ჟორა სნხჩიანმა, სოციალური მომსახურების უფროსმა არაგეხეციკ სანოიანმა, კულტურის, განათლებისა და ძეგლთა დაცვის განყოფილების უფროსმა ლაურა ვარჟაპეტიანმა, კომუნალური მომსახურების დირექტორმა მელს მნაცაკანიანმა, მერიის ზედამხედველობის განყოფილების სპეციალისტმა საიათ გიულასარიანმა, ასევე მერიის სოფლის მეურნეობისა და გარემოს დაცვის განყოფილების სპეციალისტმა ანდრანიკ ტევანიანმა.
ინფორმაცია Radio Nor-დან