ნინოწმინდის მუნიციპალიტეტში კორონავირუსის 7 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ნინოწმინდის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ინფორმაციით, ყველა მათგანი ამჟამად თბილისის საავადმყოფოებში იმყოფება.
“ჩვენ დავადგინეთ 7 ახალი შემთხვევა. ყველა ინფიცირებული თბილისში გადაიყვანეს”, – თქვა ნინოწმინდის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის დირექტორმა, ტიგრან ეღოიანმა.
მას შემდეგ რაც ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ პატარა არაქალის მკვიდრს კორონავირუსი დაუდასტურდა, საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრმა მასთან კონტაქტის მქონე 33 პირს ტესტი ჩაუტარა. 30 სექტემბერს, საღამოს, ცნობილი გახდა, რომ 7 მაცხოვრებელს კორონავირუსი დაუდასტურდა.
1 ოქტომბრის მონაცემებით, ნინოწმინდის მუნიციპალიტეტში COVID-19- ის 8 შემთხვევაა რეგისტრირებული.
კორონავირუსის პირველი შემთხვევა ნინოწმინდის მუნიციპალიტეტში 28 სექტემბერს, სოფელ არაქალის მკვიდრს დაუდასტურდა, რომელმაც ადრე ბათუმში იმოგზაურა.