მიუხედავად იმისა, რომ ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობა მოქმედებს, რის მიხედვითაც ნებისმიერი სახის აქციის მოწყობაა აკრძალული, ნინოწმინდის რაიონის სოფელ გორელოვკის მოსახლეობა საპროტესტო აქციას მართავს. ადგილობრივების განცხადებით, დაპირება, რომლითაც სოფელში საძოვრების და სასმელი წყლის პრობლემა უნდა მოგვარებულიყო, არ შესრულდა.
როგორც sknews.ge გვაცნობებს, სოფლის მოსახლეობა ამბობს, რომ ხელისუფლებამ დაპირება არ შეასრულა. გუბერნატორის დაპირება მასზედ, რომ მოსახლეობას დაუბრუნდებოდა სოფლის საძოვრები, არ შეხრულდა. სოფლის მოსახლეობა ამბობს, რომ საძოვრები, ყოველგვარი საბუთების გარეშე, სხვებმა მიითვისეს.
ნინოწმინდის მერის განცხადებით, სოფლის რწმუნებული უკვე გაემგზავრა სოფელში, რათა შეხვდეს მოსახლეობას.
კორონავირუსის პანდემიის გამო, ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობა მოქმედებს, რის მიხედვითაც სამზე მეტი პირის შეკრება აკრძალულია. როგორც თავად აქციის მონაწილეები ამბობენ, ისინი სოციალურ დისტანციას იცავენ და აქციას ისე მართავენ, რომ დადგენილი წესრიგი არ ირღვევა.
გორელოვკაში სასმელი წყლის და საძოვრების დაბრუნების მოთხოვნით ადგილობრივებმა აქცია მიმდინარე წლის იანვარშიც გამართეს, მაშინ მათ საერთაშორისო მნიშვნელობის გზა გადაკეტეს. იმ დროს, გუბერნატორი ბესიკ ამირანაშვილი შეხვდა და დაპირდა აქციის მონაწილეეებს, რომ პრობლემის მოგვარებაში დაეხმარებოდა, როგორც კი დათბებოდა და ამინდი გაუმჯობესდებოდა.
შეივსო «მოთმინების ფიალა» გორელოვკაში
გორელოვკის მოსახლეობამ ნინოწმინდა- სომხეთის დამაკავშირებელი გზა გადაკეტა