2017 წელს აშენებული ახალქალაქის საზოგადოებრივი საპირფარეშო დღემდე არ მუშაობს. მიუხედავად იმისა, რომ ახალქალაქის მუნიციპალიტეტის მერია არაერთხელ გვპირდებოდა მის გახსნას, საპირფარეშო კვლავ არ ფუნქციონირებს. ახლა კი, საზოგადოებრივი საპირფარეშოს გახსნას და ექსპლუატაციაში შეტანას ახალქალაქის სერვისცენტრი, სულ მცირე, ერთ კვირაში გვპირდება.

ახალქალაქის ერთადერთი საზოგადოებრივი საპირფარეშო, რომელიც სამი წლის წინ აშენდა, მოქალაქეების დაუდევარი დამოკიდებულებისა და მეპატრონის არარსებობის გამო უბრალოდ დაინგრა.

მშენებლობის შემდეგ დიდი ხნის განმავლობაში მერიამ არ იცოდა, ვისთვის გადაეცა ექსპლუატაცია. 2018 წელს სერვისცენტრის გახსნის შემდეგ, მერია შეეცადა საზოგადოებრივი საპირფარეშო მათთვის გადაეცა, თუმცა სერვისცენტრის დირექტორმა არმენ ბიჩახჩიანმა უარი თქვა მიღებაზე, იმის არგუმენტირებით, რომ საზოგადოებრივი საპირფარეშო აშენებულია უხარისხოდ, არის კანალიზაციასა და წყალგაყვანილობასთან დაკავშირებული პრობლემები, ხოლო რემონტისათვის სერვისცენტრს სახსრები არ აქვს.

zugaran

“რატომ არ აგებინეს პასუხი მშენებელს? მე უარი ვთქვი, რადგან არაფერი მუშაობდა, წყალი საერთოდ არ იყო. გასულ წელს გაერთიანებული წყალმომარაგების სერვისცენტრმა წყლის საკითხი მოაგვარა ისე, რომ წყალი ცოტაზე მოედინება, მაგრამ მაინც ტუმბოს გარეშე შეუძლებელი იქნება მომსახურება”,- ამბობს არმენ ბიჩახჩიანი.

მისი თქმით, ახლა მომსახურებაზე თანხმობით, უბრალოდ რისკავს.

“10 დღის წინ მერს ვესაუბრე და მასთან საუბრის შემდეგ საზოგადოებრივი საპირფარეშოს მიღებას დავთანხმდი”,- თქვა არმენ ბიჩახჩიანმა.

tualet2

საზოგადოებრივი საპირფარეშო ანტისანიტარიულ მდგომარეობაშია- გაქრა ონკანები, კარი, ელექტრო- ჩამრთველები და ნათურები, წყალი წვეთავს, გატეხილია უნიტაზები და ნიჟარები, გვერდით მდებარე სპორტულ მოედანთან არასასიამოვნო სუნი იგრძნობა.

ამჟამად სერვისცენტრის მუშაკები ალაგებენ და ასუფთავებენ საპირფარეშოს და მის მიმდებარე ტერიტორიას. მათ ასევე ცენტრალური ქუჩის ღობე მოხსნეს, რომელიც ხალხისა და ეტლების გადაადგილებას უშლიდა ხელს, რადგან საზოგადოებრივი საპირფარეშო შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებისათვისაც არის გათვალისწინებული.

tualet3
საზოგადოებრივი საპირფარეშო იქნება უფასო.

“ჩვენთან ბიუჯეტში არის პუნქტი “სხვა დანახარჯები”, აი ამ თანხით და ეკონომიის ხარჯზე, ჩავატარებთ სამუშაოებს. წინასწარი გათვლებით, 1500-2000 ლარი დაგვჭირდება. ჩვენ უბრალოდ გამოვცვლით გატეხილ კარს, სახელურებს, ჩამრთველებს, მუშაკები- ჩვენია. ჩვენ ავიყვანთ ისეთ ადამიანს, რომელიც ხელფასს მიიღებს და თვალყური ადევნებს სისუფთავეს”- ამბობს არმენ ბიჩახჩიანი.
ის გვპირდება, რომ სულ მცირე ერთ კვირაში, საზოგადოებრივი საპირფარეშო ამუშავდება.