დღეს, 10 თებერვალს ახალქალაქის მუნიციპალიტეტში COVID-19-ით ინფიცირების შემთხვევა არ დაფიქსირებულა. საერთო ჯამში, კორონავირუსის ეპიდემიის დაწყებიდან სამცხე-ჯავახეთში კორონავირუსის 4607 შემთხვევაა გამოვლენილი, მათ შორის, 327 ახალქალაქში და 150 ნინოწმინდაში.

როგორც სამცხე-ჯავახეთის სამხარეო ადმინისტრაციის წარმომადგენელმა, გიორგი მიქელაძემ JNEWS-ს განუცხადა, ბოლო 24 საათის განმავლობაში სამცხე-ჯავახეთში კორონავირუსის 13 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა.

მუნიციპალიტეტების მიხედვით გამოვლენილი შემთხვევების რაოდენობა შემდეგნაირად გადანაწილდა:

1 – ახალციხეში
1 – ადიგენში
0 – ახალქალაქში
11 – ბორჯომში
0 – ნინოწმინდაზე
0 – ასპინძაში.

საერთო ჯამში, რეგიონში 280 ადამიანია იზოლირებული:

ახალციხე – 18
ახალქალაქი – 7
ბორჯომი – 50
ნინოწმინდა –0
ასპინძა – 9
ადიგენი – 196

ბოლო 24 საათის განმავლობაში, სამცხე-ჯავახეთში 24 პაციენტი გამოჯანმრთელდა, გარდაცვალების ფაქტი არ დაფიქსირებულა.

დღეის მდგომარეობით კარანტინში და კოვიდ სასტუმროებში არავინ იმყოფება, ხოლო კოვიდ კლინიკაში 58 პაციენტი რჩება.

საერთო ჯამში, რეგიონში 4 440 ადამიანი გამოჯანმრთელდა, 44 ადამიანი გარდაიცვალა. გამოვლენილია 24 კონტაქტი ინფიცირებულთან, მიმდინარეობს კვლევა. ამ დროისთვის 100 ნიმუშის პასუხს ელოდებიან