დღეს, 30 ოქტომბერს, ახალქალაქის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომათა დარბაზში, რეგიონული DMO-ს (სამცხე-ჯავახეთის დანიშნულების მართვის ორგანიზაცია) გაწეული სამუშაოს შესახებ მოხსენება გაიმართა.
ანგარიში სამცხე-ჯავახეთის DMO-ს ორგანიზაციის აღმასრულებელმა დირექტორმა დავით მუმლაძემ წარმოადგინა. მან ისაუბრა იმაზე, თუ რა გაკეთდა რეგიონში ტურიზმის განვითარებისთვის 2021, 2022 და 2023 წლებში.
„განვითარებისთვის დაახლოებით 150 000 ლარის გრანტი მოვიპოვეთ. ამ თანხიდან დაფინანსდა 240 კმ საფეხმავლო ბილიკის მშენებლობა, აქედან ყველაზე მეტი ბილიკი აშენდა ახალქალაქის მუნიციპალიტეტში. ეს ბილიკები მდებარეობს ლევანას ტბასა და აბული მთის მეგალითურ ციხეზე. ასევე, ამ მუნიციპალიტეტების პოპულარიზაციის მიზნით ახალქალაქისა და ნინოწმინდის მუნიციპალიტეტებში ჩატარდა არაერთი ინფო ტური. რამაც დადებითად იმუშავა კერძო სექტორზე, გაიზარდა სასტუმროების დატვირთვა. მთავარი მიზანია, რომ ტურისტული სეზონი ჩვენს რეგიონში არ შემოიფარგლოს მხოლოდ ზაფხულით, არამედ იყოს მთელი წლის განმავლობაში“, – თავის საუბარში თქვა დავით მუმლაძემ.
ანგარიშის ჩაბარების ფარგლებში აჩვენეს ვიდეო რგოლები, რომლებიც რეგიონის თითოეული მუნიციპალიტეტის პოპულარიზაციისთვის იყო გადაღებული, დეპუტატები ასევე გაეცნენ ბროშურებსა და გაიდებს, რომლებშიც საუბარი იყო ტურისტებისთვის რეგიონის საინტერესო ადგილებზე. დავით მუმლაძემ ასევე უფრო დეტალურად ისაუბრა იმაზე, თუ რა გაკეთდა ტურიზმის პოპულარიზაციისთვის. მისი თქმით, გაიმართა საინფორმაციო ტურები ჟურნალისტებისთვის, ბლოგერებისთვის, სხვადასხვა ქვეყნის ტურისტული სააგენტოების წარმომადგენლებისთვის. ასევე იმის შესახებ, თუ როგორ მონაწილეობდა სამცხე-ჯავახეთის DMO პიარ კომპანიებს ბათუმში, გერმანიაში და სხვა ქვეყნებში რეგიონის პოპულარიზაციის მიზნით.
დავით მუმლაძემ აღნიშნა, რომ რეგიონის ყველა მუნიციპალიტეტმა წლიური შენატანი გაზარდა. მადლობა გადაუხადა ადგილობრივ ხელისუფლებას მხარდაჭერისთვის და იმედი გამოთქვა, რომ ახალქალაქის მუნიციპალიტეტი რეგიონულ DMO-ში წვლილს გაზრდის.
აღსანიშნავია, რომ DMO-ის დაფინანსებამ ახალქალაქის მუნიციპალიტეტიდან 15 000 ლარი შეადგინა. DMO – სამცხე-ჯავახეთის დანიშნულების მართვის ორგანიზაცია 2019 წელს შეიქმნა რეგიონის ექვსივე მუნიციპალიტეტის მიერ, ასევე როგორც საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციისა და USAID Zrda Activities-ის ინიციატივით და მხარდაჭერით.
ორგანიზაციის ძირითადი მიზნები შემდეგია: