Jnews-მა შსს მომსახურების სააგენტოს მიმართა კითხვით, აპირებს თუ არა ახალქალაქში საქმიანობის გაფართოებას, რადგან ახალქალაქში მობილური ჯგუფის ერთი დღით ჩასვლა საკმარისი არ არის ჯავახეთის მოსახლეობის სააგენტოსთან დაკავშირებული ყველა პრობლემის მოსაგვარებლად.
შემდეგი პასუხი მივიღეთ:
იმისთვის, რომ ჯავახეთის მცხოვრებლებმა ისარგებლონ შსს-ს მომსახურების სააგენტოს სერვის ცენტრის მომსახურებით, პარასკევს უნდა დაელოდონ, რადგან სწორედ ამ დღეს ჩადის ახალქალაქში სერვის ცენტრის მობილური ჯგუფი. მხოლოდ ამ დღეს შეიძლება შსს-ს მომსახურების სააგენტოს მიერ მართვის მოწმობებთან, მანქანებთან, იარაღთან და სხვა სერვისებთან დაკავშირებული ყველა პრობლემის მოგვარება. სხვა დღეებში ჯავახეთში მცხოვრებლებს რაიონულ ცენტრში – ახალციხეში უწევთ წასვლა. ამავე მიზეზით, მაგრამ არა მხოლოდ, ასევე შეუძლებელია მეორე პრაქტიკული გამოცდის გავლა მართვის მოწმობის მისაღებად.
«Jnews-ის კითხვებს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოდან უპასუხეს:
„ერთადერთი პასუხი, რისი გაცემაც შეგვიძლია არის ის, რომ გვაქვს სერვის ცენტრი და გვყავს მობილური ჯგუფი, ყოველ პარასკევს, სურვილის შემთხვევაში, შეგიძლიათ ჩააბაროთ მართვის მოწმობის გამოცდა, ტესტი და პრაქტიკა B კატეგორიისთვის. რაც შეეხება ქალაქში ტარებას – შეუძლებელია. ამიტომ ყველას ეძლევა შესაძლებლობა, ჩააბაროს ეს გამოცდა სხვა ქალაქში. მაგალითად, ხაშურსაც არ აქვს ეს შესაძლებლობა, ამიტომ ხაშურელებს შეუძლიათ ეს გამოცდა სხვა ქალაქში ჩააბარონ. რაც შეეხება ახალქალაქში სერვის ცენტრის გახსნას, მისი გახსნა არ იგეგმება, რადგან არის მობილური ცენტრები. კვირაში ერთი დღე რომ ჩამოდიან ქალაქში, ფიზიკურად ვერ ჩაატარებენ გამოცდას (რეალურ პირობებში მართვისთვის) ქალაქშიც, უნდა იყოს სპეციალური ინფრასტრუქტურა, ქალაქი უნდა იყოს მომზადებული ამ გამოცდისთვის.»
თუ მანამდე ორი მუნიციპალიტეტის 70 000-მდე მცხოვრებს შეეძლო ახალქალაქში გამოცდის ჩაბარება, თუ კი დრო ექნებოდათ და ახალციხეში ვერ მიდიოდნენ გამოცდის ჩასაბარებლად, ახლა ახალი წესის შემოღებით, ეს უკვე შეუძლებელია.
ასევე წაიკითხეთ:
მართვის მოწმობა ავტომობილის მართვის სწავლის შესაძლებლობის გარეშე