მიუხედავად იმისა, რომ მთელი რეგიონის მასშტაბით საქართველოში, კორონავირუსით ინფიცირების ყველაზე ნაკლები შემთხვევაა დაფიქსირებული, ქვეყნის ეპიდემიოლოგები ინფექციის გავრცელებასა და ლიკვიდაციას კვლავ სიფრთხილით ეკიდებიან. ისინი მოსახლეობას კვლავ სიფრთხილისკენ მოუწოდებენ. ზუსტად ამიტომ, საქართველოში ჯერ კიდევ მოქმედებს შეზღუდვები.
ერთ-ერთი ასეთი შეზღუდვაა დახურულ სივრცეში ღონისძიებების ჩატარება.
როგორც JNEWS-ს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ცხელი ხაზიდან აცნობეს, დახურულ სივრცეში ღონისძიებების გამართვა ჯერ კიდევ იკრძალება.
შეგახსენებთ, 13 ივლისიდან ნებადართულია ღია ცის ქვეშ იმ ღონისძიებების ჩატარება, რომლებიც ქვეყანაში შიდა ტურიზმის აქტივიზაციისკენ არის მიმართული.
17 აგვისტოდან მასობრივი ღონისძიებების ღია ცის ქვეშ გამართვა ნებადართულია.