თბილისის ინფექციური პათოლოგიების ცენტრის სამედიცინო დირექტორის მარინა ეზუგბაიას განცხადებით, საქართველოში დღე-ღამეში აღრიცხული კორონავირუსის 15 ახალი შემთხვევიდან 9 შემთხვევა უკავშირდება სვანეთის რეგიონში მოგზაურობას, ხოლო ოთხი – ადრე დადასტურებულ შემთხვევას.
მისივე თქმით, ახალი შემთხვევა იმპორტირებულია – მისაბმელიანი სატვირთო მანქანის მძღოლის მიერ, ხოლო მეორეს ინფექციის წყარო დაუდგენელია.
როგორც ეზუგბაიამ აღნიშნა, სვანეთისა და ყაზბეგის რეგიონებში ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის აქტიური შესწავლა გრძელდება.