საქართველოში კორონავირუსის 578 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის სპეციალურ ვებგვერდ stopcov.ge-ზე ცოტა ხნის წინ განახლდა.
ქვეყანაში ბოლო 24 საათში 389 ადამიანი გამოჯანმრთელდა. ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსით გარდაიცვალა სამი პაციენტი.
ბოლო 24 საათში ქვეყანაში ჩატარდა 24 540 ტესტი, მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით – 22 012, „პისიარ“-ტესტით – 2 528.
ქვეყანაში კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის მაჩვენებლებია: დღიური – 2,36%, ბოლო 14 დღის – 2,61%, ბოლო 7 დღის – 2,11%.
საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების სულ 1 650 008 შემთხვევაა გამოვლენილი, მათგან 1 629 032 გამოჯანმრთელდა, 16 761 კი, გარდაიცვალა.
სულ ჩატარდა 2 862 482 აცრა, დღიურად აცრილია 211.
ამასთან, 4 აპრილის მდგომარეობით, საქართველოში კორონავირუსის 208 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 685 პაციენტი, გარდაიცვალა ორი.