სომხეთის ჯანდაცვის სამინისტროს დაავადებათა კონტროლისა და პროფილაქტიკის ცენტრის 30 ივლისის მონაცემებით, ბოლო დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსის შემთხვევები 259-ით გაიზარდა, ჯამში 38 196-ს შეადგენს.
ვებ-გვერდზე განთავსებული სტატისტიკის თანახმად გამოჯანმრთელებულთა რიცხვი 542 გაიზარდა და დღეის მონაცემებით, ჯამში 28 366 გამოჯანმრთელებული პაციენტია.
ვირუსის შედეგად ბოლო 24 საათის განმავლობაში 5 ადამიანი გარდაიცვალა, სულ ეპიდემიის დაწყებიდან დღემდე 728 ლეტალური შემთხვევაა დაფიქსირებული.
სომხეთის ჯანდაცვის სამინისტროს განცხადებით COVID-19-ით ინფიცირებულთა 225 პაციენტიდან, 19 ლეტალური შემთხვევა, სხვა დაავადების შედეგად ვლინდება.
შეგახსენებთ, რომ ამ ატაპზე სომხეთში მკურნალობას 8 877 ინფიცირებული გადის, ხოლო ეპიდემიის პერიოდში ჯამში ჩატარებული ტესტების რაოდენობა 161754 (1 374 დღე-ღამეში) შეადგენს.