2020 წლის საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობისათვის უკვე 44 პარტიაა დარეგისტრირებული, 9 პარტიამ მიიღო უარი, 15 კი რეგისტრაციის სტადიაშია. რეგისტრაციის გავლის მსურველი პარტიების საერთო რაოდენობა 68-ს შეადგენს.
საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობის მიღების რეგისტრაციის განაცხადის შეტანის ვადა იწურება სექტემბერში- არჩევნებამდე 57 დღით ადრე. არჩევნებში მონაწილეობის მიმღები სუბიექტების საბოლოო სია კენჭისყრამდე 30 დღით ადრე გახდება ცნობილი.
ამ დრომდე პარტიებმა, რომლებმაც ბოლო არჩევნებში ვერ მოახერხეს 15 ათასი ხმის მიღება, ცესკო-ს ხუთი ათასი მომხრეს ხელმოწერა უნდა წარუდგინონ. დანარჩენები რეგისტრაციას ავტომატურად გაივლიან.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები 31 ოქტომბერს ჩატარდება.